საზოგადოება
რას სთავაზობენ ახალი წლის ღამეს ქუთაისში მოქმედი ბარ–რესტორნები სტუმრებს
FaceBook

ქუთაისში არსებული ბარ–რესტორნები სტუმრებს ახალი წლის შესახვედრად მათთან ეპატიჟებიან.


განსხვავებულ და მრავალფეროვან საახალწლო პროგრამას ჰპირდება საახალწლო დღეებში კლიენტებს ბარ–რესტორანი „სეზამი“.  მენეჯერის თქმით, საახალწლო ღონისძიება ღამის პირველი საათიდან დაიწყება და დილის შვიდზე დასრულდება.


„საღამოს წამყვანი ანი რაზმაძე იქნება. სტუმრების განწყობაზე იმერეთის მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წევრებთან ერთად ილუზიონისტები იზრუნებენ. მენიუს ღირებულება 50 ლარია, რომელშიც საახალწლო მენიუც შედის“, – ამბობენ „სეზამში“.


23 საათიდან მიიღებს სტუმრებს რესტორანი „კვამლი“ და ის ღია მთელი ღამის განმავლობაში იქნება. როგორც რესტორნის მენეჯერი გვეუბნება, მენიუ აქამდე მოქმედი იქნება და ერთ ადამიანს 50 ლარის გადახდა მოუწევს.


„კლიენტი, მენიუს, თავისი სურვილისამებრ, 40 ლარის ფარგლებში აარჩევს. სტუმრების განწყობაზე საღამოს წამყვანი ზურა ნიჟარაძე იზრუნებს, ხოლო დღესასწაულს მუსიკალურად ცოცხალი ბენდი გააფორმებს“, – ამბობს „კვამლის“ მენეჯერი.


პალატი საახალწლო შოუს გამართვას 22:30 საათაიდან გეგმავს, რომელიც ღამის პირველ–ორ საათამდე გაგრძელდება. საღამოს მუსიკალურად ბენდი „confusion” გააფორმებს. მენიუს ფასი აქაც სტანდარტულია და ის 50 ლარი ეღირება.


„დაუკრავს DJ ZAPA -ც. საღამოს წამყვანი თორნიკე ჭელიძე იქნება. რაც შეეხება მენიუს, ის ახალი წლისთვის დამახასიათებელი იქნება და გვექნება გოჭი, საცივი და ა.შ“, – ამბობს „პალატის“ მენეჯერი.


კარაოკე საღამო, გათამაშებები, გრანდიოზული ფოიერვერკი – ამ და სხვა სიურპრიზებს ჰპირდება სასტუმრო კომპლექს „ბაგრატი 1003“ რესტორანი კლიენტებს. სასტუმროს მენეჯერის თქმით, რესტორანი მომხმარებლებს 12 საათიდან გათენებამდე მოემსახურება. მენიუს ფასი აქაც 50 ლარია.


„თამაშდება ჩვენი სასტუმროს ნომერი ორ პერსონაზე, სპა სალონის მომსახურება, ჩვენი ბრენდირებული სასმელი“, – ამბობენ „ბაგრატი 1003“–ში.


ბარ–რესტორანი „ალმანო“ ახალი წლის ღამეს სტუმრებს საგზურს სთავაზობს. მენეჯერის თქმით, გათამაშდება 6 ერთკვირიანი საგზური ბაკურიანში. ასევე, იმღერებს ჯგუფი „არა“. დაწესებულება 31 დეკემბერს საღამოს 12 საათიდან დილამდე იმუშავებს. მენიუს ღირებულება 50 ლარია.


ახალი წლის ღამეს არ იმუშავებს არტ კაფე "ბლუზი" და "თეთრი ქვები".

Print