პოლიტიკა
წყალტუბოში ოთხი სანატორიუმი სახურავის გარეშე დარჩა - დევნილები დახმარებას ითხოვენ
FaceBook
წუალტუბოს ოთხ სანატორიუმს ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა.  დევნილები დახმარებას ითხოვენ.

"ხვალიდან წვიმა იწყება, საცხოვრებელი ოთახები დასველდება. აქ ცხოვრება შეუძლებელი გახდება. მერიიდან იყვნენ მოსულები, თუმცა ამ დრომდე არაფერი გაუკეთებიათ" - აცხადებენ ისინი.

წყალტუბოს სანატორიუმებში იძულებით გადაადგილებული პირები 25 წელია ცხოვრობენ.

წყალტუბოს მერი გრიგოლ იოსელიანი აცხადებს, რომ სტიქიამ მუნიციპალიტეტს 420 ათასი ლარის ზარალი მიაყენა. მისი იფორმაციით, რამდენიმე დღიანმა ძლიერმა ქარმა დააზიანა ოთხი სანატორიუმის სახურავი,  420 კვადრატული მეტრი. ასევე, დაზიანებულია სხვა კორპუსები. 

მერის განცხადებით, სანატორიუმების გადახურვა 6 დეკემბრიდან დაიწყება. კორპუსების სახურავების შეკეთება კი უკვე დაწყებულია.
| Print |