პოლიტიკა
"ქუთაისიპოსტის" ოფისში პრესკლუბი იხსნება
FaceBook
5 დეკემბერს, ქუთაისიპოსტის ოფისში პრესკლუბი „Media Room”-ი იხსნება.

10:00 საათზე, პრესკლუბში, ხონელიძის კლინიკაში ჩატარებული ოპერაციის გამო დაზარალებული 28 წლის ინგა ბალანჩივაძის ოჯახის წევრი ბრიფინგს გამართავს.
ბალანჩივაძეების ოჯახი სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნებს უყენებს.

ქუთაისელი ინგა ბალანჩივაძე, 9 თვის წინ ჩატარებული ოპერაციის შემდგომ კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

28 ინგა ბალანჩივაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გართულდა, რაც 2018 წლის 11 მაისს, ქუთაისში, ხონელიძის კლინიკაში გარე ორსულობის შეწყვეტის მიზნით ოპერაცია გაიკეთა.

კლინიკაში ოჯახის წევრებს უთხრეს, რომ ოპერაციამ წარმტებით ჩაიარა, თუმცა ამ დრომდე დაუდგენელი მიზეზების გამო, პაციენტი 3 თვის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

14 მაისს ინგა ქუთაისიდან, რეანომობილით, თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში წაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებაში ის 44 დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. იმავდროულად, მიმდინარეობდა პაციენტის მდგომარეობის კვლევა.

ინგა ბალანჩივაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ თბილისში გაცემულ დასკვნაში ნათქვამია, რომ: თავის ტვინის ინფარქტი, პაციენტს ცერებრალური ვენების თრომბოზის გამო განუვითარდა. სუნთქვის მწვავე უკმარისობით (ენდობრონქიტი).

ოჯახის წევრებსაც ყველაზე მეტი კითხვა სწორედ სუნთქვის მწვავე უკმარისობასთან აქვთ. მათი ვარაუდით, ოპერაციის დროს პაციენტს საკმარისი ჟანგბადი არ მიეწოდებოდა.


„მედია რუმის“ მისამართია: ქუთაისი, გიორგი ჯიბლაძის #8
საკონტაქტო ინფორმაცია: 579092525

Print