საზოგადოება
რა პრობლემები აქვთ ქუთაისში ბიზნესის წარმომადგენლებს - მერიის კვლევის შედეგები
FaceBook
ორთვიანი კვლევის ფარგლებში სულ გამოიკითხა 300 საწარმო და 3 279 სუბიექტი.


ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურმა ქუთაისში სამეწარმეო კვლევის შუალედური შედეგები წარმოადგინა. ორთვიანი კვლევის ფარგლებში სულ გამოიკითხა 300 საწარმო და 3 279 სუბიექტი. მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის პაატა კლდიაშვილის განმარტებით, ქალაქში არსებული ბიზნესობიექტების წარმომადგენლების ნაწილმა კვლევაში მონაწლეობა არ ისურვა, ხოლო ნაწილმა არასრულყოფილი ინფორმაცია წარმოადგინა.
კვლევის მიხედვით, ქალაქში უფრო მეტი ხვედრი წილი სამომსახურებო სფეროზე მოდის (56%), შემდეგ მოდის ვაჭრობა (35%) და ბოლოს -  წარმოება  (მხოლოდ 9 პროცენტი). თავის მხრივ, სამომხარებლო სფერო სასტუმროს,  საზკვებას, ავტოტექმომსახურებას, ვალუტის გადაცვლის პუნქტებს,  კერძო სამედიცინო დაწესებულებებს, სილამაზის სალონებს და სხვას მოიცავს.
კვლევის შედეგების მიხედვით, ქუთაისში ბიზნეს საქმიანობისთვის ფართი  კვლევაში მონაწილეთაგან 66 პროცენტს იჯარით აქვს არებული, ხოლო დანარჩენებს საკუთარი ობიექტი აქვს გამოყენებული.
კვალიფიცური კადრების სიმცირე, დასუფთავების კონტეინერების ნაკლებობა, დასუფთავებისა და ელექტროენერგიის მოსაკრებლის სიდიდე, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობა, გასართობი ადგილების არარსებობა, საღამო საათებში სამომხმარებლო ობიექტების და ტრანსპორტის გაუმართავი მუშაობა, იაფი და გრძელავადიანი სესხის ხელმიუწვდომლობა, ქალაქში პარკირების ადგლილების სიმცირე და ადგილობრივი პროდუქციის დაუცველობა - ეს იმ ძირითადი პრობლემების ჩამონათვალია, რომელიც მერიის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გამოკითხულთა უმრავლეოსობამ დააფიქსირა.
ქუთაისის მერიამ ბიზნესობიექტების კვლევა მიმდინარე წელს მაისში დაიწო და თვის ბოლოსვე დაასრულა. კვლევის მიზანი იყო ქალაქში არსებული სამეწარმეო ობიექტების აღწერა და პრობლემების გაგება, მათივე მოგვარების მიზნით. ქალაქში ბიზნესობიექტების შესწვლაზე მერიაში დაახლოებით 80-მდე ადამიანი მუშაობს.
თეკლე მორგოშია

Print