საზოგადოება
წერეთლის უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ღავთაძე გახდა
FaceBook

ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ღავთაძე გახდა. 19 წევრისაგან დაკომპლექტებული აკადემიური საბჭოდან ღავთაძე ხმა 14-მა წევრმა მისცა.

რექტორობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, გიორგი ონიანმა 5 ხმა მიიღო. ხოლო რაც შეეხება მესამე კანდიდატს, ქუთაისის ყოფილ მერს, დიმიტრი კოპალიანს, რომელმაც საკუთარი პრეზენტაცია სკაიპით წარმოადგინა, საბჭოს ვერც ერთი წევრის მხარდაჭერა ვერ შეძლო.
არჩეულ რექტორს გიორგი ღავთაძეს წერეთლის უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა ბოლო ოთხი წელია უჭირავს.
თეკლე მორგოშია

 

Print