საზოგადოება
28 წლის ინგამ კომატოზურ ძილს თავი დააღწია - ოჯახი დახმარებას ითხოვს
FaceBook
ქუთაისელი ინგა ბალანჩივაძე, რომელიც ოპერაციის შემდგომ კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, გადარჩა.

პაციენტის ოჯახის წევრების ცნობით, 28 წლის ინგამ კომატოზურ ძილს თავი დააღწია და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

"უხარია ჩვენი დანახვა და ცდილობს საუბარს. ეს სასწაულია. თუმცა, იმისთვის რომ  საბოლოოდ ფეხზე დადგეს, დამატებით ოპერაციები სჭირდება," - ამბობენ ინგა ბალანჩივაძის ოჯახის წევრები.

მათი ინფორმაციით, გოგონას ჯერ კიდევ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს, რადგან არ შეუძლია გამართულად მეტყველება და სიარული.

იმისთვის, რომ ინგა სრულად გამოჯანმრთელდეს სამკურნალოდ თურქეთში გადაყვანა სჭირდება, რისთვისაც ოჯახს საკმარისი რესურსი არ გააჩნია. ისინი დახმარებას ითხოვენ.

"საქართველოში მისი რებილიტაცია ვერ ხერხდება, ამიტომ გვჭირდება თურქეთში გადაყვანა. ვერ ვიფიქრებდი ვერასდროს ასეთი პოსტის დადება თუ მომიწევდა, მაგრამ ასე მოხდა. ჯერ კიდევ ვერ მივიღე ოფიციალური პასუხები, თუ რა დაემართა ჩემს მეუღლეს, უბრალო, ნახევარსათიან ოპერაციაზე, სადაც ასეთი მძიმე დაზიანებები მიღო. აუცილებლათ დავადგენ მათ შეცდომას, უყრადღებობით, თუ უცოდინრობით მომხდარს, ეხლა კი მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, ინგა ძველ ცხოვრებას დაუბრუნდეს. თუ არსებობს მინიმალური შანსიც იმის, რომ ის უკეთ იქნება, უნდა ვცადო. მისთვის და ჩვენი პატარასთვის. მადლობა ყველას ვინც ამ დროის განმავლობაში გვერდით გვედგა და ეხლაც გვეხმარება," - ამბობს ინგას მეუღლე, გაგა ბალანჩივაძე.

28 ინგა ბალანჩივაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გართულდა, რაც 2018 წლის 11 მაისს, ქუთაისში, ხონელიძის კლინიკაში გარე ორსულობის შეწყვეტის მიზნით ოპერაცია გაიკეთა.

კლინიკაში ოჯახის წევრებს უთხრეს, რომ ოპერაციამ წარმტებით ჩაიარა, თუმცა ამ დრომდე დაუდგენელი მიზეზების გამო, პაციენტი 3 თვის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

14 მაისს ინგა ქუთაისიდან, რეანომობილით, თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში წაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებაში ის 44 დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. იმავდროულად, მიმდინარეობდა პაციენტის მდგომარეობის კვლევა.

ინგა ბალანჩივაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ თბილისში გაცემულ დასკვნაში ნათქვამია, რომ: თავის ტვინის ინფარქტი, პაციენტს ცერებრალური ვენების თრომბოზის გამო განუვითარდა. სუნთქვის მწვავე უკმარისობით (ენდობრონქიტი). 

ოჯახის წევრებსაც ყველაზე მეტი კითხვა სწორედ სუნთქვის მწვავე უკმარისობასთან აქვთ. მათი ვარაუდით, ოპერაციის დროს პაციენტს საკმარისი ჟანგბადი არ მიეწოდებოდა. 

რა მოხდა ხონელიძის კლინიკაში ოპერაციის დროს და რამ გამოიწვია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, ამაზე კლინიკის თანამშრომლები არ საუბრობენ.

იკვეთება თუ არა ინგა ბალანჩივაძის ჯანმრთელობის გაუარესებაში ხონელიძის კლინიკის სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობის საკითხი, ეს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ უნდა დაადგინოს. 

ბალანჩივაძეები იმედოვნებენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანო საქმეზე ობიექტურ დასკვნას დადებს.

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ბალანჩივაძეების ოჯახმა საჩივრით 21 ივნისს მიმართა. თუმცა მომხდარზე სააგენტოს პასუხები ამ დრომდე არ გაუცია.

მათ ვისაც ინგას დახმარების სურვილი გაქვთ, თანხის გადარიცვხა შესაძლებელია საბანკო ანგარიშებზე: 

მიმღების ბანკი: სააქციო საზოგადოება “ საქართველოს ბანკი”. მიმღების დასახელება: ბალანჩივაძე გაგა მიმღების ანგარიშის ნომერი: GE28BG0000000235050900 ;

მიმღების ბანკი: სს თიბისი ბანკი მიმღების დასახელება: გაგა ბალანჩივაძე ანგარიშსწორების ანგარიში : GE86TB7216245064300001 მიმღების პირადი ნომერი: 53001056783

ამავე თემაზე:

ძილში დარჩენილი პაციენტი - ოჯახი სამედიცინო პერსონალს უჩივის
Print