საზოგადოება
„დაივიწყეთ მწვანე არსებებზე, უცხოპლანეტელები ადამიანებივით გამოიყურებიან“
FaceBook
პროფესორი საიმონ კონვეი მორისი თვლის, რომ უცხოპლანეტელები ადამიანებს გვანან.

"დაივიწყეთ მწვანე არსებებზე, უცხოპლანეტელები,თუმცა ისინი სადმე იმყოფებიან, ადამიანებს გვანან. თუმცა უცხოპლანეტელები აქამდე უნდა გამოჩენილიყვნენ ევოლუციის პროცესში, თუნდაც ასტრონავტების მიერ აღმოჩენილ რამოდენიმე დედამიწისმსგავს პლანეტაზე. თავის ახალ წიგნში "ევოლუციის ნანგრევები" ეს მეცნიერი კემბრიჯის უნივერსიტეტიდნ ეთიშება პრინციპს კონვერგენტული (პარალელური) ევოლუციის შესახებ - თეორიას სხვადასხვა სახეობებში მსგავსი ნიშნების დამოუკიდებელ წარმოშვებაზე, წერს Independent.
დედამიწისმსგავს სხვა პლანეტებზე ყველაფერი ისე უნდა იყოს მოწყობილი როგორც ჩვენთან,- აღნიშნავს მეცნიერი, თუკი პლანეტაზე სიცოცხლეა და თქვენ გინდათ იქ იხილოთ ლამაზი და რთული მცენარე ის აუცილებალდ ისეთივე იქნება როგორც ყვავილი, თუ გინდათ მიიღოთ ბუზი, მხოლოდ რამოდენიმე ხერხია რომ ეს შედეგი დადგეს, თუკი გინდათ იცუროთ როგორც ზვიგენმა ამის მხოლოდ რამოდენიმე ფორმა არსებობს, - აღნიშნავს მორისი.
მისი თეორია გაგახსენებთ ენრიკო ფერმის (იტალიელი ფიზიკოსი, რომელმაც პირველი ატომური რეაქტორი შექმნა) ცნობილ პარადოქსს, თუკი უცხოპლანეტელები არსებობენ რატომ არ გამოვიდნენ ისინი ჩვენთან კონტაქტზე ამდენ ხან?! - კითხვას სვამდა ფერმი.
" ჩვენ არ უნდა ვიყოთ მარტონი სამყაროში, მაგრამ ყველა მტკიცებულება აჩვენებს, რომ მარტონი ვართ. შეიძლება უცხოპლანეტელები იმალებიან ან სულაც ვირტუალურ სამყაროში ვცხოვროობთ, მე არ ვიცი. ეჭვი მაქვს რომ ჩვენ სულ ახლახანს დავიწყეთ რეალობის ზედაპირთან შეხება. ჩემი წიგნის მიზანი კი მხოლოდ ის არის, რომ ხელახლა გავაღვივო ადამიანებში ენერგია და სიცოცხლე ჩავბერო მათ ცნობისმოყვარეობას", - აღნიშნავს მორისი.
Independent
Print