საზოგადოება
მომხმარებელთა ნაწილისთვის დენის ტარიფის საკომისიო 25 თეთრით გაიზარდა
FaceBook
ფაქტის შესახებ ქუთაისიპოსტს მოქალაქეები ატყობინებენ, რომლებმაც აღნიშნულ ბანკში ელექტროენერგიის მოხმარების თანხა გადაიხადეს.



ქუთაისში "ლიბერთი ბანკის" ფილიალებში დენის ტარიფის გადახდისას საკომისიო მომსახურების საფასური გაიზარდა. ამ ფაქტის შესახებ ქუთაისიპოსტს მოქალაქეები ატყობინებენ, რომლებმაც აღნიშნულ ბანკში ელექტროენერგიის მოხმარების თანხა გადაიხადეს. მათი თქმით, ბანკის ფილიალებში მომსახურებისთვის 50 თეთრის ნაცვლად 75 თეთრი გადაიხადეს.
როგორც "ლიბერთი ბანკში" განაცხადეს, მომხდარი ცვლილება მხოლოდ კომპანია "ენერგო-პროს" აბონეტებისთვის განხორციელდა, რაც თავად ორგანიზაციის მოთხოვნა იყო და სხვა ენერგოკომპანიის აბონენტებს ისევ ძველი საფასურის გადახდა მოუწევთ.
"შეიცვალა მხოლოდ "ენერგო პროს" აბონენტებისთვის, რაც მათი მოთხოვნა იყო და არა "ლიბერთი ბანკის" ინიცატივა," - განუცხადეს ქუთაისიპოსტს "ლიბერთი ბანკში".
კომპანია "ენერგო-პროში" კი აცხადებენ, რომ საკომისიოს საფასურის ზრდა ბანკის გადაწყვეტილება იყიო და კომპანიას არ უკავშირდება.
"კომპანიას არ უკავშირდება საკომისიოს ზრდა. ეს თანხა მთლიანად რჩება ბანკს და არ ერიცხება კომპანიას. აბონენტებს შეუძლიათ საკომისიოს გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა "ენერგო-პროს" ფილიალებში დამონტაჟებულ სწრაფი გადადის აპარატებში," - განმარტავენ კომპანია "ენერგო-პროში".
მომსახურების თანხის მომატება მხოლოდ "ლიბერთი ბანკის" ფილიალებში მიმდინარე წლის 1 ივლისიდან მოხდა.
თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება მათ ფილიალებში არ მომხდარა და არც იგეგმება.
დეა მანაგაძე

Print