საზოგადოება
გია თევდორაძე - "უსაფრთხოების კუნძულები" საფრთხის შემცველ კუნძულებად მოგვევლინა ქუთაისში
FaceBook
"იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ აღნიშნული კუნძულების გაკეთების მთავარ მოტივაციას არა მოძრაობის უსაფრთხოება, არამედ მისთვის საჭირო სპეციფიური ბეტონის ფილების რაც შეიძლება დიდი რაოდენობით ათვისება წარმოადგენდა," 

ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე "უსაფრთხოების კუნძილებთან" მომხდარ  ავტოსაგზაო შემთხვევას საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი გია თევდორაძე ეხმაურება.
"სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ეგრეთ წოდებული ,,უსაფრთხოების კუნძულები" საფრთხის შემცველ კუნძულებად მოგვევლინა ქუთაისში. მინდა მოკრძალებული ვიყო ჩემს ვარაუდებში, ( ვინაიდან აღნიშნული ფაქტი პროფესიონალების შესაფასებელია) მაგრამ მათი პროექტირების პროცესში ალბათ შესაძლო საფრთხეები, ქუჩებისა და მოედნების სივრცითი პარამეტრები და სხვა გარემოებებიც უნდა ყოფილიყო გათვლილი. ბევრი ჩემი თანაქალაქელი წუწუნებს და ძირითადად გამოცდილი მძღოლები, რომ გადაადგილება გართულდა, საცობები უფრო გახშირდა და ავტოავარიებმაც იმატა. არ მინდა უპასუხისმგებლოდ ვინმესკენ თითის გაშვერა, მაგრამ ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ აღნიშნული კუნძულების გაკეთების მთავარ მოტივაციას არა მოძრაობის უსაფრთხოება, არამედ მისთვის საჭირო სპეციფიური ბეტონის ფილების რაც შეიძლება დიდი რაოდენობით ათვისება წარმოადგენდა...
P.შ. როგორც სჩანს ქუთაისის დღევანდელი თვითმმართველობიდან წლების შემდეგ მემკვიდრეობით მხოლოდ ეს კუნძულები დარჩება, არ გამოვრიცხავ სამომავლოდ მათი ნაწილის დემონტაჟი გახდეს საჭირო," - წერს გია თევდორაძე facebook-ის საკუთარ გვერდძე.
რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაზაო შემთხვევა 1 საათის წინ მოხდა. ავტომანქანა უსაფრთხოების კუნძულს დაეჯახა და ამოტრიალდა.
Print