საზოგადოება
"ნაცნობი-უცნობი ქუთაისი" - რატომ უწოდებენ ქუთაისში ერთ-ერთ შენობას ჩინურს სახლს
FaceBook
რა ვიცით ქუთაისში იმ ადგილებზე და სხვადასხვა არქიტექტურულ ნაგებობებზე, რომელთაც შესაძლოა ყოველდღე ვხედავთ?
რა ისტორია უკავშირდება თითოეულ მათგანს, რომელსაც გარკვეული საზოგადოებრივი სახელი თავად მოქალაქეებმა და დრომ დაუმკვიდრა.ნაცნობი-უცნობი ქალაქი ნახეთ "ქუთაისიპოსტ"-ის რუბრიკაში "ნაცნობი-უცნობი ქუთაისი".

რუბრიკის არსი მდგომარეობს კონკრეტულ ადგილზე მოქალაქეთა ვიდეოგამოკითხვაში – რა იციან გამოკითხვის ობიექტის შესახებ? – ხოლო გამოკითხვის შემდეგ, "ქუთაისიპოსტ"-ზე განთავსდება ინფორმაცია გამოკითხვის ობიექტის ისტორიის შესახებ.
ერთად გავიგოთ ქალაქში არსებული ადგილებისა თუ არქიტექტურული ნაგებობების ისტორია.
თვეში ორჯერ (შაბათს) – kutaisipost.ge-ზე ადევნეთ თვალი  რუბრიკას – "ნაცნობი-უცნობი ქუთაისი"
რუბრიკის მორიგი შეკითხვა გახლდათ: სად არის სახლი ქუთაისში, რომელსაც ჩინურს უწოდებენ და რა ისტორია უკავშირდება მას? - (ნახეთ ვიდეო):
###
"ქუთაისიპოსტის" მიერ მოკვლეული ინფორმაციის მიხედვით, ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე ე.წ. ჩინური სახლი 1900 წლებში არის აშენებული. შენობა ფრანგული მოდერნის ნიმუშად იხსენიებოდა. ერთსართულიანი სახლი მარიამ დავითაშვილი-ჩუბინაშვილის საკუთრება იყო (1910 წლიდან მას ჯანიო ჯოხაძის ოჯახი ფლობდა).
"ჩინური სახლი თვალშისაცემად გამოირჩევა. ძნელი სათქმელია მას სახელწოდება ჩინურ პაგოდასთან მსგავსების გამო შეერქვა, თუ იმ გადმოცემისა, რომლის მიხედვითაც მშენელობაზე ჩინელი მუშები იყვნენ დაკავებულნი. მაღალ ცოკოლზე მდგომი, პაგოდის მსგავსი მეზონინიანი ერთსართულიანი სახლი მოდერნის სტილის ვილებისათვის დამახასიათებლი ხაზგასმული ასიმეტრიულობით იქცევს ყურადღებას. ქუთაისური სახლებისგან განსხვავებით,  შენობას ორი პარადული მხარე აქვს", - ნათქვამია წიგნში "ქუთაისო ჩემო დედავ".
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენეტოს ქუთაისის წარმომადგენლობის ინფორმაციით,  ე.წ. ჩინური სახლი აღიცხულია როგორც კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი და დაცულია სახელმწიფოს მიერ.
"შენობა პაგოდების მიხედვით არის ჩინური, თორემ ცხადია, შენობა ჩინური არ არის. ამ სტილის სახლი ქუთაისში მეტი არ არის", - ამბობს  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენეტოს წარმომადგენელი ქუთაისში როლანდ ისაკაძე. 

თეკლე მორგოშია
Print