საზოგადოება
ქუთაისის მერიამ ინფრასტრუქტურული პროექტები 889 300 ლარით შეამცირა
FaceBook

"კორპუსი"- 549 300 ლარით, დასუფთავების ღონისძიებები -100 000 ლარით, ხოლო ცენტრალური გზებიდან საცხოვრებელ სახლამდე მისასვლელი გზებისა ხარჯები 240 ათასი ლარითაა შემციებული.



ქუთაისის საკრებულომ დღეს გამართული საკრებულოს სხდომაზე მიმდინარე წლის ბიუჯეტში 431 700 ლარის ცვლილება განახორციელა. ბიუჯეტში შესული ცვლილების შედეგად, შემცირებულია საბიუჯეტო პროგრამა "კორპუსის", ცენტრალური გზებიდან საცხოვრებელ სახლამდე მისასვლელი გზებისა და დასუფთავების ღონისძიებების ხარჯები.
"კორპუსი"- 549 300 ლარით, დასუფთავების ღონისძიებები -100 000 ლარით, ხოლო ცენტრალური გზებიდან საცხოვრებელ სახლამდე მისასვლელი გზებისა ხარჯები 240 ათასი ლარითაა შემციებული. საკრებულოს მიერ დამტკიცებული აღნიშნული ცვლილება ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გააპროტესტეს. "სარეაბილიტაციო ხარჯები მცირდება და თურმე მშენებლობა მიმდინარეობს ჩვენს ქალაქში. თუ უკვე ამოწურეთ გასაკეთებელი საქმე", - განმარტეს საკრებულოს სხდომაზე "ნაციონალმა" დეპუტატმა, ბესიკ ბრეგაძემ.
საკრებულოს უმრაველოსობისა და ასევე, აღმარულებლი უწყების წარმომადგენლების განმარტებით, იმ პროგრამებში და მუხლებში, სადაც თანხების შემცირება მოხდა, სამუშაოები გეგმაზომიერად მიმდინარეობს და ბიუჯეტში არსებულ სხვადასხვა მუხლებში ტენდერის გზით დაზოგილი თანხის გამოყენება ხდება.
"ეს არის წინა წელს მორჩენილი თანხა, რომელიც არაა სავალდებულო აისახოს მომდევნო წლის ბიუჯეტში. ამ პრინციპით, ფინანსური რეზერვი შევინახეთ და საჭიროების მიხედვით ავსახეთ 2015 წლის ბიუჯეტში. რომ არა ეს რეზერვი, წელს გაგვიჭირდებოდა საფეხბურთო და საკალათბურთო კლუბების შენახვა,"- აღნიშნა შოთა მურღულიამ.
სამაგიეროდ, საკრებულომ დღეს ბიოუჯეტში შესული ცვლილებით საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს",  ქალაქში არსებულ საბავშო ბაღებს, ავიაკომპანია "ვიზიარს" თანხები დაუმატა.  
თეკლე მორგოშია

 

Print