საზოგადოება
ქორწინების თანასწორობა - დისკუსია ქუთაისში
FaceBook
"თუკი ორ სრულწლოვან  ადამიანს სურს ქორწინება და ერთად ცხოვრება სახელმწიფო არ უნდა გახდეს ხელისშემშლელი ადამიანის ამ გაწყვეტილებაში", - აღინიშნა შეხვედრაზე, რომელიც ქუთაისში დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში გაიმართა.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ მორიგი დებატები ქორწინების თანასწორობის თემას მიუძღვნა. საკითხზე :ადამიანის უფლება თუ სახელმწიფოს პრეროგატივა? სამმა მომხსენებელმა ისაუბრა: გენდერის და კულტურის მკვლევარმა შორენა გაბუნიამ, იურისტმა გიორგი გოცირიძემ და მხატვარმა და სამოქალაქო აქტივისტმა ლია უკლებამ (მოდერატორი ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი).
მომხსენებლებმა ისაუბრეს ჰომოფობიის ფსიქოსოციალურ ასპექტებზე, ქორწინების უფლების სამართლებრივ მხარეზე, ასევე, საფრთხეებზე, რაც ახლავს ჰომოფობიას.
შეხვედრაზე წარმოადგინეს კვლევები, რომლის თანახმად საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ჰომოფობიური ქვეყანაა ევროპაში. რაც ქვეყანას უკან ხევს არა მარტო ადამიანის უფლებების, არამედ სოციალურ-ეკონომიკური კუთხითაც. შეხვედრაზე ისაუბრეს კონკრეტულ მაგალითებზე, თუ რა მძიმე შედეგებით სრულდება საზოგადეოაბში არსებული სტიგმა ლგბტ თემის წარმომადგენლებისთვის. "კვლევის თანახმად ჰომოსექსუალ მოზარდებსა და ახალგაზრდებში ოთხჯერ მეტია სუიციდის შემთხვევები, ვიდრე ჰეტერო ახალგაზრდებში", -- აღნიშნა ლია უკლებამ.
დებატებზე 26 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ისაურეს, რომელმაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა მთელ შტატებში.
გიორგი გოცირიძემ ის ასპექტები ჩამოთვალა, რომელზე დაყრდნობითაც ამერიკის უმაღლესმა სასამართლომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება კანონიერი გახადა. ამ არგუმენტებიდან ერთ-ერთი იყო მოსარჩელეთა (სულ სამი წყვილი) პირადი ისტორიები.
"მოსარჩელეთაგან ერთ-ერთი შეზღუდული შესაძლებლობის პირი გახლდათ, რომელიც საჭიროებდა მუდმივ ზედამხედველობას. მასზე მისი პარტნიორი ზრუნავდა. მაგრამ თუკი ამ შშმ პირს დასჭირდებოდა სამედიცინო ჩარევა და ავადმყოფობის მიზეზით არ ექნებოდა საკუთარი ნების გამოხატვის შესაძლებლობა, მის მაგივრად გადაწყვეტილება ნათესავს უნდა მიეღო, რადგან პარტნიორის ნება არაფერს ნიშნავდა. აღნიშნულ შშმ პირს არავინ ყავდა, პარტნიორს კი არავინ ცნობდა ნათესავად, შესაბამისად, ამ ადამიანის სიცოცხლე დადგებოდა საფრთხის ქვეშ. ესეც გახდა ერთ-ერთი არგუმენტი, რომელიც ამტკიცებდა ქორწინების დაკანონების აუცილებლობას", - აღნიშნა გიორგი გოცირიძემ.
მომსხენებლები შეეხნენ სხვა საკითხებს - საკუთრებისა და მემკვიდრეობის საკითხს, ლგბტ პირებისთვის შვილების აყვანის საკითხებს და ა.შ. დასკვნის სახით შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქორწინება არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება და ეს ეხება ყველა ადამიანს.

Print