საზოგადოება
„თეოლოგია დიდ მნიშვნელობას საეკლესიო რიტუალებს არასოდეს ანიჭებდა“ - გამოხმაურებები სინოდის გადაწყვეტილებაზე
FaceBook
21 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა.

სინოდმა რამდენიმე საკითხზე იმსჯელა დ რამდენიმე გადაწყვეტილებაც მიიღო მაგალითად, ის რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო დააჯილდოვა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.

სინოდმა იმსჯელა თეოლოგიურ, იქამდე სოციალურ საკითხებზე და გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვას, რომელიც ნარკოტიკული ნივთიერების მარიხუანას (კანაფის) 70 გრამამდე ფლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმებას ეხება.

სასჯელის გაუქმება სინოდმა "ნარკოტიკის ლეგალიზაციად" შეაფასა.

"ეს ლოგიკურად აყენებს ამ ნარკოტიკის მოპოვების ლეგალური გზების მოძებნის საკითხს და ეს ყველაფერი საბოლოოდ საქართველოში მარიხუანას (კანაფის) ლეგალური ნებადართული კულტივაციის ნიადაგს შექმნის, რაც ყოვლად მიუღებელია. აღნიშნულია სინოდის ოქმში.

სხდომისას სხვა საკითხიც წამოიჭრა, რომელიც ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების დროს გარდაცვლილი ადამიანების ეკლესიური წესის აღსრულებას შეეხებოდა. კრებამ იმსჯელა და დაადგინა: შეიქმნას კომისია აღნიშნულ და სხვა დამამძიმებელ გარემოებათა გამო საკითხების საეკლესიო ერთიანი პოზიციის შესამუშავებლად.

როგორც აღმოჩნდა სასულიერო პირები არაიშვიათად დგებიან ამ არჩევანის წინაშე აუგონ თუ არა წესი ზედოზირებით გარდაცვლილ ადამიანს.

ოჯახის წევრები ითხოვენ არა სარწმუნოებრივი და სპირიტუალური მოთხოვნებიდან, არამედ ტრადიციული და ჩვეულების ვალდებულებებიდან გამომდინარე სასულიერო პირთან დაკავშირებას, რომელიც ბუნებრივია იმ ფაქტის წინაშე დგება, რომელზეც მას პასუხი არა აქვს. რომელსაც ეს თემა არ უკვლევია და იცის მხოლოდ ერთი რამ, რომ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება ცუდია და გადაჭარბებული დოზით გარდაცვალებას უპირობოდ თვითმკვლელობას უკავშირებს.

თვითმკვლელობა კიდევ ეკლესის სწავლების მიხედვით არ ავალდებულებს სასულიერო პირს წესის აგების რიტუალის შესრულებას. 

"მღვდელს ურჩევნია ეკლესიის სწავლებას დაემორჩილოს, ვიდრე რაიმე დამოუკიდებლად გადაწყვიტოს, ამ საკითხზე კი ერთიანი პოზიცია არ არსებობს", -
აღნიშნავენ თეოლოგები.

თუმცა, არსებობს სხვა პოზიციაც, სადაც რიტუალებს მეორადი მნიშვნელობა ენიჭება და ამის უფლებას სწორედ ქრისტიანული სწავლება იძლევა.

"ქრისტიანული თეოლოგიის მიხედვით, ადამიანის სულის საოხად ვერანაირი წესის აგება, პანაშვიდი, წირვა - ლოცვა ვერ ახდენს ზეგავლენას ღმერთის ნებაზე იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მართლმადიდებლურივე სწავლებით, ღმერთი შეუდარებლად და წარმოუდგენლად უფრო სამართლიანი და მიმტევებელია, ვიდრე ყველა ადამიანი და ანგელოზი ერთად აღებული. ამიტომ, ინსტიტუციონალური ძალაუფლების გაძლიერებისთვის შემუშავებული საეკლესიო კანონიკისა და კატეხიზატორული ტექსტებისგან განსხვავებით, მისტიკური გამოცდილება, ასკეტიკა, თეოლოგია მაინცდამაინც დიდ მნიშვნელობას საეკლესიო რიტუალებს არასოდეს ანიჭებდა. მარადისობაში ადამიანის მომავალს ეკლესია არ განაგებს, არამედ კონკრეტული ადამიანის თავისუფლების შედეგები და ღმერთი ", - აღნიშნავს თეოლოგი ბექა მინდიაშვილი.

Print