საზოგადოება
ქუთაისის მე-4 პოლიკლინიკის ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტურია - ახალ კადრს ქალაქის მერი შეარჩევს
FaceBook
ქუთაისში მე-4 შერეული პოლიკლინიკის ხელმძღვანელმა თანამდებობდა დატოვა.

ბეჟან მამაგეიშვილმა დაკავებული თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება გასულ კვირას დაწერა.
მე-4 შერეული პოლიკლინიკის ხელმძღვანელის მიერ პოსტის დატოვება ქუთაისის მერიის აუდიტის სამსახურის მხრიდან დაწესებულების ფინანსური საქმიანობის შესწავლას მოჰყვა. სამედიცინო დაწესებულებაში აუდიტის სამსახურის შესვლის შესახებ საკრებულოს სხდომაზე ქუთაისის მერმა განაცხადა. შოთა მურღულიას განცხადებით, აღნიშნული შესწავლა სადამსჯელო ღონისძიება არაა და მსგავს საქმიანობას აუდიტის სამსახური პერიოდულად ახდენს.
"თუ არ არის დარღვევა, ძალით ვერაფერს ვერ დავაბრალებთ ვერავის. თუ ერთი თეთრიც იქნება დარღვევა, არავის ეპატიება," - განაცხადა შოთა მურღულიამ.
მე-4 პოლიკლინიკაში, რომელიც 100%-ით ქუთაისის მერიის დაქვემდებარებული შპს გახლავთ აცახდებენ, რომ ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის და დარღვევების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.
"ჩვენ არ გავქვს ინფორმაცია შემოწმების და რაიმე ტიპის დარღვევების შესახებ. ამ დროისთვის პოლიკლინიკის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს მამაგეიშვილის მოადგილე, გელა ჭეიშვილი. თუმცა, რამდენადაც გვაქვს ინფორმაცია, უნდა დაინიშნოს ახალი კადრი, რომელსაც კონკურსის წესით შეარჩევენ," - განუცხადეს ქუთაისიპოსტს მე-4 პოლიკლინიკაში.
სამედიცინო დაწესებულებაში მომხდარი ცვლილების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.
"სამინისტრო არაა საქმის კურში მომხდარის შესახებ. დაწესებულება ქუთაისის მერიის ბანლანსზეა და შესაბამისად, ჩვენ კონტროლი არ ჩაგვიტარებია და არც აღნიშნული ფაქტი ვიცით. გადაწყვეტილება მიღებულია ადგილობრივ დონეზე," - განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.
მერიის აუდიტის სამსახურმა მე-4 პოლიკლინიკის გარდა, კიდევ სამი, მის მიერ დაქვემდებარებული ორგანიაზაცია შეამოწმა. არსებული ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში აუდიტის სამსაურის შესვლა და მამაგეიშვილის მხრიდან თანამდებობის დატოვება პოლიკლინიკის ხელმძღვანელის პოსტისადმი ინტერესს უკავშირდება. კერძოდ ის, რომ  ქალაქის ხელმძღვანელობას აღნიშნულ პოსტზე საკუთარი კადრი ჰყავს შერჩეული.   თუმცა, მერიაში აცხადებენ, რომ სამედიცინო დაწესებულების ხემძღვანელმა განცხადება საკუთარი ნებით დაწერა, რაც აუდიტის სამსახურის შემოწმებას არ უკავშირდება.
წესდების მიხედვით, შპს ხელმძღვანელის არჩევა პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს. მე-4 პოლიკლინიკის შემთხვევაში კი, ორგანიზაციის ერთპიროვნული პარტნიორი ქუთაისის მერი გახლავთ. როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, მე-4 პოლიკლინიკის ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურას უახლოეს დღეებში წარადგენენ.
დეა მანაგაძე
Print