საზოგადოება
ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში სამეწარმეო საქმიანობა წესდებით ნებადართულია - ბაღის ადმინისტრაცია
FaceBook
ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში კომერციული ობიექტების არსებობა ხმაურის მიზეზი გახდა.
ქალაქის საკრებულოს დეპუტატმა ნატო ქათამაძემ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელობას მუშაობა დაუწუნა და ბაღში მცენარეების გამრავლებაზე ზრუნვის ნაცვლად ბაღის ტერიტორიაზე "დუქნებისა " და ბილიარდის ამუშავებაში დაადანაშაულა ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელობა.
ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციაში  „დუქნბის“ არსებობას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ბაღში ზოგადად  კომერციული საქმიანობის უფლებას მათ წესდება აძლევს.
წესდების მეხუთე მუხლში, სადაც ბოტანიკური ბაღის ქონებასა და საფინანსო სამეურნეო საქმიანობაზეა საუბარი, აღნიშნულია, რომ "ქუთაისის ბოტანიკური ბაღის დაფინანსების წყაროებია ადგილობრივი ბიუჯეტი, შემოწირულობები, სახელმწიფო გრანტები, სუბსიდიები "... ასევე კანონმდებლობით ნებადართულია "დამხმარე სახის სამეურნეო საქმიანობა, საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. საკუთარი მიზნების მისაღწევად ბოტანიკურ ბაღს უფლება აქვს განახორციელოს დამხმარე სახის სამეწარმეო საქმიანობა, რომლისგანაც მიღებული მოგება გამოყენებული იქნება მხოლოდ წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად", -აღნიშნულია წესდებაში.
მიზნებად და ამოცანებად ადმინისტრაციაში ბოტანიკური ბაღის განვითარებას ასახელებენ.
"ბოტანიკურ ბაღში თავდაპირველად რაც გაკეთდა, ასე რომ გალამაზდა, ნაწილი სუბსიდიებიდან გაკეთდა და ნაწილი მერიამ გამოყო დამატებითი ბიუჯეტი ინფრასტრუქტურის განახლებისთვის. შემოსულ თანხებს მერიის ნებათვის გარეშე ხელს ვერავინ კიდებს. ასე რომ ბოტანიკური ბაღის შემოსავლების გაზრდა პირდაპირ აისახება მერიის ბიუჯეტის გაზრდაზე", - აცხადებენ ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციაში.

Print