საზოგადოება
პირველი სექსი ორბიტაზე: Pornhub კოსმოსში პორნოფილმს იღებს
FaceBook
"პროექტი მეცნიერებისა და სექსის სიყვარულის სახელით ხორციელდება".

საიტმა Pornhub  მეცნიერებისა და სექსის სიყვრულის სახელით დაიწყო თანხის მოგროვება პლათფორმაზე Iნდიეგოგო კოსმოსში გამგზავრებისთვის. Pornhub აპირებს ორბიტაზე "გადაიღოს ფილმი დიდებისთვის"-  წერს  The Independent.
ფილმის  Sexplorations გადაღებები ჩანიშნულია 2016 წლისთვის. საიტს იმედი აქვს რომ მომხმარებლების შემოწირულობებით მოაგროვებს 3,4 მილიონ დოლარს."ჯამში დიდი თანხის საჭიროება ჩნდება, მაგრამ იმედი გვაქვს რომ საბოლოოდ მაინც მოვაგროვებთ იმიტომ, რომ ჩვენ საიტს წელიწადში 16 მილიარდი მნახველი ყავს. თუმცა თუკი მიზანი ვერ მიიღწევა თანხა დაუბრუნდებათ ინვესტორებს", - აღნიშნავენ საიტის წარმომადგენლები.
ფილმის მოქმედება უნდა განვითარდეს დედამიწასთან ახლოს მყოფ ორბიტაზე, თუკი პროექტი განხორციელდება არმსტრონგისა და გაგარინის გვერდით დაიკავებს ადგილს", - მიაჩნიათ იდეის ავტორებს. მთავარ როლებს ევე ლავია და ჯონი სინსუ შეასრულებენ. მათ კოსმოსში სტარტამდე მოუწევთ ნახევარწლიანი მკაცრი ვარჯიშის გავლა.
"ადამიანია აქამდე კოსმოსში არ დაკავებულა სექსით (რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი). მკვლევარები სხვა უფრო მნიშვნელოვანი ძიებებს ახორციელებენ. თუმცა მიჩნეულია, რომ ფიზიკური სიახლოვე მიკროგრავიტაციის პირობებში შესაძლებელია ხოლო განაყოფიერების შესაძლებლობის გაჩენა ეს იქნება გასაღები ხელოვნური თანამგზავრებისა და პლანეტების კოლონიზაციის გზაზე",  - წერს The Independent.
The Independent
Print