საზოგადოება
გლობალური დათბობა - საგანგაშო სიტუაცია მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის
FaceBook
2030 წლისთვის 250 ათასი ადამიანი სწორედ კლიმატური ცვლილებების გამო დაიღუპება.
სამეცნიერო ჟურნალი The Lancet მოუწოდებს პლანეტის ყველა ქვეყნის ხელისუფალთ ერთხელ და სამუდამოდ მიიღონ ზომები კლიმატური ცვლილებების წინაააღმდეგ. ამის შესახებ ინფორმაციას El Mundo ავრცელებს. ბრიტანულ გამოცემას მოყავს არგუმენტი, რომელიც ხშირად რჩება ყურადღების მიღმა - საკითხი მოქალაქეების ჯანმრთელობას შესახებ.
The Lancet-მ გამოაქვეყნა კომისიის დასკვნა, კომისიის რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში მომუშავე ეპიდემიოლოგებისგან, ბიორავალფეროვნების, საზოგადოებრივი პოლიტიკისა და ენერგეტიკის სპეციალისტებისგან შედგებოდა. დასკვნები მძიმეა: გლობალური დათბობა პრობლემების პროვოცირებას ახდენს სანიტარიისა და ჰიგიენის თვალსაზრისით, რომელსაც შეუძლია ხაზი გადაუსვას 50 წლის პერიოდის ყველა მიღწევას ჯანმრთელობისა და განვითარების საკითხებში.
"დროის დაკარგვა არ შეიძლება", - აღნიშნავს კომისია. კლიმატური ცვლილებები პირდაპირ გავლენას ახდენენ ადამიანის ჯანმრთელობაზე. გლობალური დათბობა არა მარტო ტემპერატურის მატებას, ქარბუქებს, წვიმებსა და ღვარცოფებს იწვევს, არამედ ცვლილებებს ბიოსფეროში. გამალითად, "პროდუქტების დეფიციტს და დაავადებების გადამტანების სიმრავლეს", - აღნიშნავენ მეცნიერები.
ტემპერატურის მატება ბევრ პრობლემას იწვევს. კომისიამ მაგალითის სახით მოიყვანა 2010 წლის ანომალიური სიცხეები რუსეთში, სადაც ხანძრების გამო გაიზარდა ატმოსფეროში ტოქსიკური ნივთიერებების რაოდენობა, რამაც გაზარდა სიკვდილიანობა. 2009 წელთან შედარებით 2010 წელს სიკვდილიანობა რუსეთში 11 ათასით მეტი დაფიქსირდა.
კომისია ქვეყნებს რეკომენდაციას აძლევენ გააძლიერონ სანიტარულ ჰიგიენური სისტემები, გამართონ ეფექტრუი საერთშორისო მოლაპარაკებები, მოქალაქეების ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდა და ზოგადად ჯანმრთელობის საკითხი პრირიტეტად აქციონ.
კომისიის წევრის მარგარეტ ჩანის ინფორმაციით 2030 წლისთვის 250 ათასი ადამიანი სწორედ კლიმატური ცვლილებების გამო დაიღუპება, რადგან სადღეისოდ ადამიანთა 88% სუნთქვას დაბინძურებულ ჰაერს.

El Mundo

Print