საზოგადოება
იძულებით ნარკოტესტირებაზე გადაყვანილი ყველა ადამიანი წამების მსხვერპლია - აქცია ქუთაისში
FaceBook
"გაუქმდეს ქუჩის ნარკოტესტირების მანკიერი პრაქტიკა", საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოღებულ იქნას 273-ე მუხლი", "გაუქმდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ნარკოტიკების მოხმარებისთვის",
ეს და სხვა მოთხოვნები გაისმა აქციაზე, რომელიც ქუთასიში გაიმართა. 26 ივნისი ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის მსოფლიო დღე ქუთაისში საპროტესტო აქციით აღნიშნეს. აქციის ორგანიზატორი საქართველოს მასშტაბით ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი გახლდათ. ქუთაისში აქციას ორგანიზება ორგანიზაცია "რუბიკონმა" განახორციელა.
"მსოფლიო ებრძვის ნარკოტიკებს, საქართველო კი ნარკოტიკებზე დამოკიდებულ, დაავადებულ ადამიანებს - მხარდაჭერა დასჯის ნაცვლად", - აღნიშნავდნენ აქციის მონაწილეები.
ქუჩის ნარკოტესტირება - რეპრესიული ნარკოპოლიტიკის მანკიერი ნაწილია, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ადამიანების უკანონოდ და შერჩევითად ქუჩაში დაკავება და ნარკოლოგიურ ტესტირებაზე გადაყვანა. გადაყვანას ექვემდებარება ნებისმიერი ადამიანი, რომელიც გამოიწვევს საფუძლიან ეჭვს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებში. აღნიშნული პრაქტიკის განსახორციელებლად წლების მანძლიზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხარჯება ათობით მილიონი ლარი, მაშინ როდესაც აღნიშნული პრაქტიკა სრულიად არაეფექტურია, აღნიშნეს აქციაში მონაწილეებმა.
ორგანიზაციამ წარმოადგინა სტატისტიკა სადაც 2013-2014 წლებში ნარკოლოგიურ ტესტირებაზე წარდგენილ პირთა მხოლოდ 30%-ს დაუდგინდა ნარკოტიკების მოხმარების ფაქტი. ხოლო 70% -ის შემთხვევაში სამართალდამცავების მხრიდან საფუძვლიანი ეჭვი არ გამართლდა.
2013 წელი:
ნარკოლოგიურ ტესტირებაზე გადაყვანილ პირთა რაოდენობა - 60 196
დადებითი შედეგების რაოდენობა - 22 711
2014 წელი:
ნარკოლოგიურ ტესტირებაზე გადაყვანილ პირთა რაოდენობა - 50 865
დადებითი შედეგების რაოდენობა - 14 000
"ჩვენს ქვეყანაში ყველა ადამიანი რომელიც გადაყვანილია იძულებით ნარკოტესტირებაზე წამების მსხვერპლია", - აღინიშნა აქციაზე.
საპროტესტო აქცია საქართვლოს კიდევ 5 ქალაქში გაიმართა.
Print