საზოგადოება
გამკაცრებული კანონი საგზაო უსაფრთხოებაზე - რვა თვის შედეგები
FaceBook
"საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" კანონის გამკაცრებიდან რვა თვის შემდეგ მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევა გასულ წელთან შედარებით (2016 წლის ივლისიდან თებერვლამდე და  გასული წლის ამავე პერიოდი),  გაზრდილია. თუმცა, ავტოსაგზაო შემთხვევებზე დაღუპლთა რაოდენობა შემცირებული.  

აღნიშნული შემთხვევები რამდენით არის შემცირებული და გაზრდილი ნახეთ ჩვენს მიერ მომზადებული ინფოგრაფიკა:



ქუთაისში მცხოვრები მზევინარ კაპანაძე გვიყვება, რომ კანონის გამკაცრების შემდეგაც ე.წ. ზებრაზე თავს უსაფრთხო მიანც ვერ გრძნობს, რადგან, მისი თქმით,
ხშირად მძღოლები გადასასველზე გზას არ უთმობენ.

"მე და ჩემი მეგობარი გადავდიოდით და კინაღამ გამიტანა ავტობუსმა. თავის დროზე არ ანელებენ სვლას, რაც ქვეითისა და მძღოლის დაბნეულობასაც იწვევს", - ამბობს მზევინარ კაპანაძე.

მზევინარი თვლის, რომ გამკაცრებული კანონი კარგია. თუმცა, მიაჩნია, რომ წესრიგის და კანონის დაცვა მაინც ადამიანის შეგნებაზეა დამოკიდებული.

ბიჭიკო ავალიანი, რომელმაც მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულიდან 100-ვე შეინარჩუნა ამბობს, რომ კანონის გამკაცრებამ წარმატებით ვერ იმუშავა. მისი თქმით, გზებზე ისეთივე სიტუაციაა როგორც აქამდე და ავარიებიც შემთხვევებიც არ შეცვლილა.

"ურჩ მძღოლებს ვერაფერს ვერ მოუხერხებ. ჩემი აზრით, კონტროლი უნდა გაძლიერდეს იქ, სადაც სწორი გზებია. (ქუთაისში) აღმაშენებელზე, მაგალითად, აბაშიძის ქუჩაზეც ავტოქარხანაში, წყალტუბოს გზაზე", - ამბობს ბიჭიკო ავალიანი.

"საქართველოს საავტომობილო ფედერაციის" პრეზიდენტი, შალვა ობგაიძე ერთ-ერთი იყო, რომელიც კანონის გამკაცრებას ლობირებდა. მისი მიღებიდან ცხრა თვის შემდეგ აღნიშნავს, რომ მარტო კანონის გამკაცრებით სასურველი შედეგის მიღება ვერ მოხდება. 

"თუ პატარაობიდან, საბავშო ბაღიდან არ ჩაუნერგე ბავშვს შავ-თეთრის გარჩევა, მარტო კანონით ვერ აუხსნი მას რა არის კანონდარღევა. მარტო კანონების ცვლილებითა და გამკაცრებით მივიღებთ იმ ციფრებს რაც მივიღეთ, საჭიროა მძღოლთა, ქვეითთა და მგზავრთა განათლებისა და ცნობიერების ამაღლება ამ კუთხით", - მიაჩნია შალვა ობგაიძეს.

ის, აგრეთვე, მართვის მოწმობის პრაქტიკული ნაწილის ქალაქის ტერიტორიაზე რეალურ პირობებში გადატანის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ეს ცვლილება მოძრაობის უსაფრთხოებაზე დადებითად აისახება.

"საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" კანონის გამკაცრებული ცვლილებები გასული წლის ივლისში შევიდა ძალაში. კანონპროექტის მიხედვით, გამკაცრებულია სიჩქარის გადაჭარბება, არასწორი მანევრირება, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართვა და სხვა დარღვევა.

ასევე, ცვლილება მართვის 100 ქულიანი სისტემის დანერგვას გულისხმობს. მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევაში მძღოლი კარგავს ქულებსაც. ამასთანავე, ნასვამ მძღოლებს მართვის მოწმობა 6 თვის ნაცვლად 1 წლით ჩამოერთმევათ.

დოკუმენეტის მიხედვით, ე.წ. უკონტაქტო პატრულირების დანერგვაც მოხდება. უკონტაქტო პატრულირება ნიშნავს, რომ შსს–ს ავტომანქანები ქვეყნის ქუჩებში ამოსაცნობი ნიშნის გარეშე მოძრაობენ. ისინი აღჭურვილნი არიან ფოტო და ვიდეოტექნიკური საშუალებებითა და სიჩქარის განმსაზღვრელი არასტაციონარული მოწყობილობით.

საგზაო მოძრაობის წესების გამკაცრება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევები და მის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში 6 939 რეგისტრირებული ავტოავარია მოხდა, რის შედეგადაც 581 დაიღუპა, 9 951 კი დაშავდა. 2015 წელთან შედარებით ავტოავარიების რიცხვი 7 %–თაა გაზრდილი.


ამავე თემაზე:

„ცივი შხაპი უტიფარი მძღოლებისთვის“ – საგზაო უსაფრთხოების წესები მკაცრდება

პარლამენტმა "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონის გამკაცრებას მხარი დაუჭირა
Print