საზოგადოება
ქვეყნები, სადაც ახალ წელს 1 იანვარს არ აღნიშნავენ
FaceBook
მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა ახალ წელს განსხვავებული კალენდრის, ნაწილი კი სხვადასხვა რელიგიური კანონის გამო 1 იანვარს არ ზეიმობს.
ამასთანავე, ნაძვის ხის აწყობის და ახალ წელთან დაკავშირებული სხვა ტრადიციებიც არ აქვთ.

ირანსა და საუდის არაბეთში ახალი წელი ჩვენი კალენდრით 21 მარტს აღინიშნება. საუდის არაბეთში 1 იანვრის დილა მკაცრად კონტროლდება, რომ მოქალაქეებმა საახალწლო აქსესუარები და სხვადასხვა ნივთი არ იყიდონ. ამ სახელმწიფოში ყველა დღესასწაული რელიგიური კანონებითაა განსაზღვრული.

ირანში კი, სადაც წელთაღრიცხვა სპარსული კალენდრის მიხედვით ხდება, 1 იანვარი ჩვეულებრივი სამუშაო დღეა. 21 მარტს კი ახალ წელთან ერთად ირანელები ტრადიციულ ნავრუზის დღესასაწაულს აღნიშნავენ. ნავრუზის აღნიშვნით იწყება ახალი წელი ავღანეთში, ალბანეთში, მაკედონიაში, ტაჯიკეთში, უზბეკეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში.

ისრაელში ახალ წელს ებრაული კალენდრით ხვდებიან და  მათთვის ეს დღე შემოდგომაზე, სექტემბერში ან ოქტომბერში დგება.
მთავარი პირობა ის არის, რომ ახალი წლის ღამე სავსე მთვარეზე უნდა აღინიშნოს, ამიტომ, ისრაელში კონკრეტული თარიღი არ არსებობს.

ინდოეთში ახალი წელი 22 მარტს იწყება, თუმცა, მის სამხრეთში ეს დღესასწაული შემოდგომაზე დგება. ინდოეთი მრავალფეროვანი დღესასწაულებით გამორჩეულია და ახალ წელს განსაკუთრებული დატვირთვა არ აქვს.

ჩინეთში კი, სადაც  საახალწლო აქსესუარებს, ნივთებს, სათამაშოებს, ნაძვის ხეებს და პიროტექნიკასაც კი სხვა ქვეყნებისთვის ამზადებენ 1 იანვარი ჩვეულებრივი დღეა.

ჩინეთში ახალ წელს ზეიმობენ არა კალენდრის, არამედ მთვარის მიხედვით.

Print