საზოგადოება
ქუთაისში ერთ კვირაში „დევნილთა ქალაქის“ მშენებლობა დაიწყება
FaceBook
"დევნილთა ქალაქი" ქუთაისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, შერვაშიძის ქუჩა N 35 - ში მოეწყობა .
2,7 ჰექტარი მიწის მონაკვეთზე, დევნილებისთვის ოცდახუთი 16 სართულიანი კორპუსი აშენდება და ბინები 2000 ოჯახზე გადანაწილდება.
როგორც იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიულ ორგანოში განმარტავენ, პირველ ეტაპზე, საპილოტედ 2 კორპუსი მოეწყობა. დარჩენილი კორპუსების მშენებლობა კი წლის ბოლომდე გაგრძელდება.
მათივე ინფორმაციით, ქუთაისში "დევნილთა ქალაქი" თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და სერვისებით მოეწყობა.
ქუთაისში სულ 4000 - მდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს. აქედან, 2009 წლიდან დღემდე, ბინები მხოლოდ 681 დევნილ ოჯახს გადაეცა.
შესაბამისად, ქუთაისში 3319 დევნილი ოჯახი, ისევ საცხოვრებელი ფართის გარეშე რჩება.
როგორი ინფრასქტრუქტურით მოეწყობა ქუთაისში დევნილთა ქალაქი, ნახეთ ფოტო მალე.
ანა ჯანაშია

Print