ქუთაისის მერიამ ქუჩების საახალწლო მანათობელი ფიგურებით
მოწყობისათვის, ახალ დეკორაციებს შეიძენს.
საახალწლო დეკორაციების შესყიდვა-მონტაჟისთვის ქუთაისის მერიამ
მიმდინარე წლის 6 ნოემბერს 171 485 ლარი ღირებულების ტენდერი
(SPA170014211) გამოაცხადა, სადაც წინადადების მიღება 14 ნოემბერს
დაიწყება და ამავე თვის 17 რიცხვში დასრულდება.
სატენდერო დოკუმენტაციების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ
ქუთაიასში 10 ქუჩაზე ახალი თანამდეროვე სტანდარტების მანათობელი
ფიგურები უნდა დაამონტაჟოს. აღნიშნული სამუშაობი ტენდერში
გამარჯვებულმა კომპანიამ ფალიაშვილის, თამარ მეფის ბუხაიძის,
გრიშაშვილის წმინდა ნინოს, რუსთაველის, პუშკინისა და გამსახურდიას
ქუჩებზე LED განათებები დაამონტაჟოს.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ საახალწლო დეკორაციები ქუთაისის
ქუჩებში მიმდინარე წლის 24 დეკემბრამდე უნდა მოაწყოს.
ამავე თემაზე:
ქუჩები ქუთაისში, სადაც საახალწლო განათებები
დამონტაჟდება
მასალის გამოყენების პირობები