საზოგადოება
ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი - ვიზოტორთა მომართვიანობა გაიზარდა
FaceBook
ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით ცენტრს სულ 1198-მა ვიზიტორმა მიმართა. რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 175 ვიზიტორით არის გაზრდილი.
პოლონეთი, ლიტვა, უკრაინა, გერმანია, ისრაელი, ჩეხეთი - ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, საიდანაც ტურისტების მეტი აქტიურობა ფიქსირდება.
ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურში განმარტავენ, რომ ვიზოტორების ზრდას ახლადგახნილმა ავიარეისებმაც შეუწყო ხელი.
ქუთაისის მერიაში აღნიშნავენ, რომ ტურისტების რაოდენობა უფრო მას შემდეგ გაიზრდება, რაც ქალაქში მომავალი წლიდან ტურიზმის ახალი საინფორმაციო ცენტრი მოეწყობა.
"ტურიზმის ახალი საინფორამციო ცენტრი ფუნქციურად მეტად დატვირთული იქნება. აეროპორტიდან ტურისტების ტრანსპორტირება, ელექტრონული გიდები და კიდეც სხვა მრვალი სერვისი გვექნება, რომლებიც მომსახურებას გააუმჯობესებს", - განმარტავს ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი, პაატა კლდიაშვილი.
ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი ამ დროისთვის მერიის ადმინისტრციულ შენობაში არის განთავსებული. ცენტრი მერიის შენობაში მას შემდეგ გადავიდა, რაც ტურიზმის საინფორმაციო ცენტრისთვის ფერადი მინის კონსტრუქციისგან გაკეთებული შენობა, მისი გახსნიდან, მალევე დაზიანდა.
Print