საზოგადოება
9 წლის გოგონა თავისი ხელით უშენებს თავშესაფარს უსახლკაროებს
FaceBook
ის უსახლკაროებისთვის საკვების მოპოვებაზეც ზრუნავს

ჰეილი ფორტი ჯერ 9 წლისაა, მაგრამ გაცილებით მეტი სიკეთე აქვს გაკეთებული, ვიდრე ბევრ უფროსს. მთელ თავისუფალ დროს გოგონა პატარა, მობილური თავშესაფრების შექმნას უთმობს და იმ ადამიანებს ეხმარება, ვისაც სახლი არ აქვს. ესეც არ არის სულ, რასაც ეს პატარა გოგონა აკეთებს - ის უსახლკაროებისთვის საკვების მოპოვებაზეც ზრუნავს.
ჰეილიმ პირველად მაშინ დაინახა უსახლკარო ადამიანი, როცა 5 წლის იყო და მაშინვე უთხრა დედას, რომ დახმარება უნდოდა. დედამ უპასუხა, რომ კარგი იდეა იყო და მას მერე, ისიც ეხმარება ჰეილის. პირველად დედა-შვილი ედვარდს დაეხმარნენ, რომელიც მათ მეგობრად და მხარდამჭერად იქცა.
"მგონია, რომ ძალიან არასწორია ამ სამყაროში უსახლკარო ადამიანების არსებობა, ჩემი აზრით, ყველას უნდა ჰქონდეს სახლი", - ამბობს ჰეილი.
თითოეული მობილური ხის ქოხის აშენება დაახლოებით 300 დოლარი ჯდება. რასაკვირველია, ჰეილის მშობლები ეხმარებიან, თუმცა სამუშაოს დიდ ნაწილს ეს საყვარელი გოგონა თავისი ხელებით აკეთებს. სახლები ფანჯრებითა და კარით არის, მაგარი ფანერებით აგებული და ბორბლებიც აქვს, ადვილად გადასაადგილებლად.



mshoblebi.ge

Print