განცხადებები
„ქუთაისიპოსტი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტების პოზიციებზე
FaceBook
იმერეთის რეგიონალური საინფორმაციო პორტალი "ქუთაისიპოსტი" ეძებს ენერგიულ და ენთუზიაზმით სავსე აქტიურ პიროვნებებს გაყიდვების აგენტების პოზიციებზე!

სამუშაო ადგილი: ქუთაისი, იმერეთის რეგიონი

გაყიდვების აგენტების ფუნქცია/მოვალეობები:
ადგილობრივ ბიზნეს წარმომადგენლებთან დაკავშირება და "ქუთაისიპოსტის" სარეკლამო / სასპონსორო პაკეტების შეთავაზება და გაყიდვა.
სარეკლამო აგენტების შემოსავალი განისაზღვრება მოზიდული რეკლამის ღირებულების 20%-ით!
აპლიკანტების მიღების დაწყების თარიღი: 30/05/2015
დასრულების თარიღი: 20/06/2015
აპლიკანტებმა საკუთარი CV უნდა გადმოგზავნონ შემდეგ მისამართზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
შერჩეულ აპლიკანტებს ჩვენი თანამშრომელი დაუკავშირდება აპლიკაციების მიღების დასრულების თარიღისთვის.

ძირითადი მოთხოვნები:
• ასაკი - 17 წელს ზემოთ (ზედა ზღვარი არ არის შეზღუდული)
• საშუალო განათლება, სასურველია უმაღლესი განათლება (არააუცილებელი)
• სასურველია უცხო ენების ცოდნა (არააუცილებელი)
• სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება

პიროვნული თვისებები:
• კომუნიკაბელურობა
• აქტიურობა
• მიზანდასახულობა
• გუნდში მუშაობის უნარი


საინფორმაციო პორტალი "ქუთაისიპოსტი" არის დამოუკიდებელი, საინფორმაციო-ანალიტიკური, მულტიმედია ინტერნეტ გამოცემა, რომელიც აშუქებს ქუთაისსა და იმერეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს.

ახალი ამბები ქუთაისიდან და იმერეთის რეგიონიდან, ფოტო-ვიდეო რეპორტაჟები საინტერესო და აქტუალურ თემებზე, ინტერვიუ, ბლოგები და ბევრი სხვა, მრავალფეროვანი რუბრიკები შეგიძლიათ იხილოთ www.kutaisipost.ge-ზე.
გვადევნეთ თვალი სოციალურ ქსელში, მოიწონეთ ჩვენი facebook გვერდი – kutaisipost და გაეცანით ყველა სიახლეს ოპერატიულად




Print