განცხადებები
9 და 11 ივნისს წყალტუბოს მუნიციპალიტეტს დენის მიწოდება შეუწყდება
FaceBook
მიმდინარე წლის 9 და 11 ივნისს ქალაქ წყალტუბოსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებს დენის მიწოდება შეუწყდებათ.

სს "საქართველოს გაერთიანებული ელექტროსისტემის" ინფორმაციით, შეზღუდვა დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას უკავშირდება.

მათვე ცნობით, გამოირთვება მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი "თერნალი", რის გამოც 06:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება, დაახლოებით 10 000 აბონენტს დროებით შეეზღუდება.

ელექტროენერგიის მიწოდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების თერნალის, გვიშტიბის, გუმბრას, ჩუნეშისა და ყუმისთავის მოსახლეობას შეუწყდება.

Print