განცხადებები
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები ახალგაზრდებისთვის სტაჟირებას აცხადებენ
FaceBook
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები სტაჟირების პროგრამას აცხადებენ.

სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს საშუალება ეძლევათ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების მისიის განხორციელებაში უშუალოდ ჩაერთონ.

სტაჟირების პროგრამა საქართველოს 10 ქალაქში: ახალციხეში, ბათუმში, გორში, ქუთაისში, მარნეულში, ოზურგეთში, რუსთავში, საგარეჯშო, თელავსა და ზუგდიდში განხორციელდება.

სტაჟირება 2017 წლის 8 მაისს დაიწყება და 2017 წლის 8 აგვისტოს დასრულდება. ძირითადი, ყოველდღიური მოვალეობების შესრულების გარდა, სტაჟიორს საშუალება ექნება, შეიძინოს პროფესიული უნარები და გაიღრმავოს ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით.

დაინტერესებულმა პირმა განაცხადი მიმდინარე წლის 26 აპრილის ჩათვლით უნდა წარადგინოს ელექტრონულ ფოსტაზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები საქართველოს 10 ქალაქში 2011 წლიდან ფუნქციონირებს და მოქალაქეებს სთავაზობს ნეიტრალურ და ხელმისაწვდომ სივრცეს დემოკრატიული დიალოგის ხელშეწყობისა და წარმართვისათვის. ცენტრების მხარდაჭერას უზრუნველყოფს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI), "სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტი" (ACCESS).





Print