განცხადებები
„ქუთაისიპოსტი“ აცხადებს ვაკანსიას სარეკლამო აგენტების პოზიციებზე
FaceBook

იმერეთის რეგიონალური საინფორმაციო პორტალი „ქუთაისიპოსტი“ (ააიპ “თავისუფალ ჟურნალისტთა ცენტრი“) აცხადებს ვაკანსიას სარეკლამო აგენტების პოზიციებზე.

 

  • სამუშაო ადგილი: ორგანიზაცია ეძებს კანდიდატებს ქუთაისის ოფისისათვის
  • სამუშაო განაკვეთი: სრული
  • სარეკლამო აგნეტის ფუნქცია/მოვალეობები: ადგილობრივ ბიზნეს წარმომადგენლებთან დაკავშირება და ‘ქუთაისიპოსტის’ სარეკლამო/სასპონსორო პაკეტების შეთავაზება და გაყიდვა (იხილეთ სამუშაოს დეტალური აღწერა)
  • ხელფასი: სარეკლამო აგენტების ანაზღაურება განისაზღვრება მოზიდული რეკლამის ღირებულების 20%-ით (საწყის ეტაპზე).


ძირითადი მოთხოვნები:

  • ასაკი: 17 წელს ზევით (ზედა ზღვარი არ არის შეზღუდული)
  • საშუალო განათლება (აუციელებელი), უმაღლესი განათლება (სასურველი)
  • MS Office-ის პროგრამების ცოდნა (აუცილებელი)
  • სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საშუალო დონეზე (არააუცილებელი)

აპლიკაციების მიღების დაწყების თარიღი:  01/02/2017

დასრულების თარიღი: 14/02/2017

აპლიკანტებმა საკუთარი CV უნდა გადმოგზავნონ შემდეგ მისამართზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ;


შენიშვნა: წერილის სათაური აუცილებლად უნდა შეიცავდეს დამსაქმებელი ორგანიზაციის სახელს (მაგალითად, ელ. წერილის სათაური: სარეკლამო აგენტის ვაკანსია - ქუთაისიპოსტი)

აპლიკანტების შერჩევის პროცესი ჩატარდება 2 ეტაპად:

  • 1-ელი ეტაპი: 15 თებერვალს შეირჩევიან სასურველი კანდიდატები (მოხდება აპლიკანტთა გადარჩევა);
  • მე-2 ეტაპი: 16-17 თებერვალს ჩატარდება ინტერვიუ/გასაუბრება წინასწარ შერჩეულ კანდიდატებთან.
  • შერჩეულ აპლიკანტებს ჩაუტარდებათ ტრეინინგი გაყიდვის პროცესის ყოველდღიურ წარმართვაში.

ჩვენი ორგანზიაციის წარმომადგენელი შერჩეულ აპლიკანტებს  დაუკავშირდება არაუგვიანეს 16 თებერვლისა (16/02/2017)


სარეკლამო აგენტის სამუშაოს დეტალური აღწერა:

  • სთავაზობს არსებულ და პოტენციურ სარეკლამო და სასპონსორო დამკვეთებს სარეკლამო შეთავაზებას.
  • მომსახურებას უწევს არსებულ და პოტენციურ სარეკლამო და სასპონსორო დამკვეთებს.
  • წინასწარ გაწერილი გეგმის შესაბამისად, ყოველდღიურად უკავშირდება  პოტენციურ სარეკლამო და სასპონსორო დამკვეთებს, აცნობს და სთავაზობს მათ სარეკლამო შეთავაზებას (მომსახურების ჩამონათვალი, ფასი, პირობები, ფასდათმობის პირობები და ა.შ.)
  • ყოველი სამუშაო დღის ბოლოს უზრუნველყოფს ჩატარებული სამუშაოს თავმოყრას და ორგანიზებას ელექტრონული ფორმით.
  • ათანხმებს და აკორექტირებს პოტენციური მომხმარებლების სიას (მომდევნო კვირის სამუშაო გეგმას) მენეჯერთან ყოველი სამუშაო კვირის დასასრულს.
  • წინასწარ სწავლობს პოტენციურ მომხმარებლებს/მათ პრეფერენციებს და შესაბამისად აკორექტირებს სარეკლამო შეთავაზებას.
  • სწავლობს და ეცნობა რეგიონის ბაზარს, ადევნებს თვალს რეგიონის განვითარებას ბიზნესის ჭრილში (ახალი ბიზნეს-ობიექტების გახსნა, ძველის დახურვა, ძველის გადაადგილება და ა.შ.), აკორექტირებს და ასწორებს პოტენციური და არსებული მომხმარებლების საკონტაქტო მონაცემებს.
  • უზრუნველყოფს მენეჯმენტს კონკურენტების შესახებ ინფორმაციით (კონკურენტების ფასები, შეთავაზება, კლიენტები და ა.შ.)
  • იძლევა დასაბუთებულ რეკომენდაციებს შეთავაზების (მომსახურება, ფასი, დასდათმობა) კორექტირებასთან დაკავშირებით.
  • აანალიზებს და სწავლობს არსებული და პოტენციური მომხმარებლების შესაძლო/არსებულ პრობლემებს, ცდილობს, მოუძებნოს მათ გადაწყვეტა ოპტიმალური მომსახურება/ფასის შეთავაზების გზით.

 

Print