განცხადებები
ტყიბულში, ამბროლაურსა და ონში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება
FaceBook
მიმდინარე წლის 1 დეკემბერს ტყიბულის, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში ელექტროენერგიის მიწოდება 22 300–მდე აბონენტს დროებით შეეზღუდება.

კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიას" ცნობით, ენერგომამარაგების მიწოდება შაორის ჰიდროელექტროსადგურის ნულიდან გაშვების უზრუნველყოფის მიზნით დაგეგმილი ტესტირებას უკავშირდება.

ტყიბულის, ამბროლაურის და ონის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე 2016 წლის 1 დეკემბერს, 15:00-დან 17:00 საათამდე პერიოდში ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად, 15-30 წუთით შეწყდება.

მითითებულ პერიოდში რამდენიმე წუთით ელენერგია შეუწყდება დაახლოებით 8000 აბონენტს ქ. ტყიბულში და სოფლებში საწირე, ძიროვანი, დაბაძველი, მანჭიორი, ბზიაური, მუხურა.

ელექტროენერგია ეტაპობრივად შეეზღუდება, აგრეთვე, დაახლოებით 8100 აბონენტს ქალაქ ამბროლაურში და სოფლებში კრიხი, ახალსოფელი,ზემო კრიხი, სხვავა, ფუტიეთი, წესი, კვაცხუთი, ხიმში, მუხლი, სამთისი, ბარი, ძირაგეული, სადმელი, ბოსტანა, ღვიარა, საკეცია, ზნაკვა, მოტყიარი, ჯვარისა, ქედისუბანი, ხონჭიორი, ზემო შავრა, ნამანევი, თხმორი, ურავი, ლიხეთი, აბარი, ხოტევი, ჭელიაღელე, კვირიკეწმინდა, ველევი, ბეთლევი, შხივანა, წკადისი, სხარტალი, აგარა, უყეში, თლუღი, კაჩაეთი, ნიკორწმინდა.

შეზღუდვა, ასევე შეეხება დაახლოებით 6200 მომხმარებელს ონში და ონის რაიონის სოფლებში ღარი, კომანდელი, შეუბანი, ლაჩდა, ჭალა, ხურუთი, სომიწო, წოლა, პიპილეთი, ცხმორი, ბაჯიხევი, ფსორი, ღუნდა, სორგითი, ჟაშხვა, ხვედრულა, ქვედი, წედისი, ირი, ნიგვზნარა, ზუდალი, ახალი ჩორდი, ხირხომისი, ქრისტესი, კვაშხიეთი, ხეითი, ზვარეთი, ბოყვა, ქორთა, უშოლთა, შქმერი, სევა, აბაიშვილები, შრომისუბანი, წმენდაური, ლაგვანთა, საკაო, ბორცო, ბასიკაანთი, მაჟიეთი, ხოდეშლები, ნაკიეთი, გომი, ჯინჭვისი, ფარავნეში, ნიგავზები, გლოლა, ჭიორა, ღები, სორი, ფარახეთი, მრავალძალი, ჭიბრევი, შარდომეთი, უწერა.
Print