განცხადებები
ქუთაისში ავტოქარხნის დასახლებას ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება
FaceBook
მიმდინარე წლის 18 ნოემბერს ქუთაისში, ავტოქარხნის მუნიციპალიტეტში 11 000 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.

ენერგომომარაგება დილის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება.

"ენერგო პრო ჯორჯიას" ცნობით, შეზღუდვა მაღალი ძაბვის ქვესადგურ "ავტოქარხანაში" დაგეგმილი სამუშაოებს უკავშირდება.

კომპანიის ცნობით, დენის მიწოდება ავტოქარხნის მუნიციპალიტეტში ავტომშენებლის, ხარებავას, ზ. ჭავჭავაძის, ბუკიას, ბელინსკის, მუსხელიშვილის, ტოლბუხინის, ორახელაშვილის, ცოტნე დადიანის, დეპოს, ტოლსტოის, მესხის, ხმელნიცკის, ჩხობაძის, ცახელის, ბელიაშვილის, გუნიას, ლუქსემბურგის, სააკაძის, ფურცელაძის, ქიაჩელის, წმ. ლუკას (აგარაკების დასახლება) და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებ აბონეტებს და აქ არსებულ ობიექტებს შეეზღუდებათ.

"ენერგო პრო ჯორჯიაში" აცხადებენ, რომ აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით პროფილაქტიკურ სამუშაოებს კომპანია სისტემატურად ატარებს ყველა მაღალი ძაბვის ქვესადგურში.

კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოების დასრულებისთანავე ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.


Print