განცხადებები
თერჯოლასა და ტყიბულში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება
FaceBook
"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ცნობით, მიდინარე წლის 15 ნოემბერს თერჯოლისა და ტყიბულის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

უწყების ინფორმაციით, ენერგომომარაგება 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეწყდება, რაც "ტყიბულჰესის" ნულიდან გაშვების ტესტირებას უკავშირდება.

ელექტროენერგიის მიწოდება თერჯოლის მუნიციპალიტეტში 9 000 აბონენტს, ტყიბულში კი 8 000 აბონენტს შეეზღუდება.

"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" მომხმარებლებს შეფერხების გამო ბოდიშს უხდის. 


Print