განცხადებები
დაგეგმილი სამუშაოების გამო იმერეთის 4 მუნიციპალიტეტში დენის მიწოდება შეიზღუდება
FaceBook
"ენერგო პრო ჯორჯიას" ცნობით, მიმდინარე წლის 8-10 ნოემბერს დაგეგმილი სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება იმერეთის 4 მუნიციპალიტეტში დროებით შეიზღუდება.

ენერგომომარაგება წყალტუბოს, ხარაგაული, ტყიბულისა და ზესტაფონის მომხმარებელთა ნაწილს შეეზღუდება.

წყალტუბო:
08 ნოემბერს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მიერ მ/ძ გადამცემ ხაზზე "თერნალი" დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების გამო 11:00-15:00 საათამდე გაითიშება ქვესადგური "წყალტუბო 110" და ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაახლოებით 10 000 აბონენტს ქ. წყალტუბოში და სოფლებში თერნალი, გვიშტიბი, პირველი წყალტუბო, გუბისწყალი, გუმბრინი, ჩუნეში, ქვილიშორი, ცხუნკური, ყუმისთავი.

ხარაგაული: 08 ნოემბერს სს "საქართველოს რკინიგზას" 10:00-16:00 საათამდე პროფილაქტიკური სამუშაოები აქვს დაგეგმილი მ/ძ ქვესადგურში "მოლითი წევა", რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებს მოლითი, ანიულა, ზვარე, ჩრდილი, ნუნისი, ნებოძირი, ბეჟათუბანი, ვახანი, ბაბი, დეისი, ზედუბანი, სერბაისი, ქვები, ჭარტალი, სადგური მარელისი.

ტყიბული: 09 ნოემბერს სს "საქართველოს რკინიგზას" 10:00-14:00 საათამდე პროფილაქტიკური სამუშაოები აქვს დაგეგმილი მ/ძ ქვესადგურში "ხრესილი წევა", რის გამოც აღნიშნულ ძაბვის მიწოდება შეუწყდებათ ქვესადგურების "ხრესილისა" და ხრესილი-წევას" მომხმარებლებს ტყიბულის რაიონის სოფლებში ხრესილი, ლეღვა, სოჩხეთი, ძმუისი, ბუეთი, კისორეთი, ახალდაბა, წყნორი და ძუყნური.

ზესტაფონი: 10 ნოემბერს ქვესადგურში "ძირულა წევა" დაგეგმილი სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება 14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდება დაახლოებით 750 აბონენტს დაბა შორაპანში და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლებში საღვინე, მარტოთუბანი, წიფლავაკე, ზედა საქარა, ილემი, წევა.

კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიას" მიერ მოწოდებული ინფორმაციით, პროფილაქტიკური სამუშაოების დასრულებისთანავე, მომხმარებლების ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
Print