განცხადებები
ისრაელიდან მოწვეული ქირურგი ქუთაისში პაციენტების მიღებას იწყებს
FaceBook
წმინდა ნიკოლოზის სახელობის ონკოლოგიურ ცენტრში 15 აპრილიდან ისრაელიდან სპეციალურად მოწვეული ქირურგი–პროქტოლოგი ბორის მისლოვატი სწორი და მსხვილი ნაწლავის პათოლოგიების მქონე პაციენტებისთვის კონსულტაციებსა და ოპერაციებს ჩაატარებს.

სამედიცინო კორპორაცია ევექსში აცხადებენ, რომ ისრაელიდან მოწვეული ქირურგი ქუთაისში 25 აპრილამდე დარჩება და პაციენტებს ყოველდღიურ რეჟიმში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ონკოლოგიურ ცენტრში მიიღებს.
"მსხვილი და სწორი ნაწლავის პათოლოგიების დროული სკრინინგი და ადრეული მკურნალობა დაავადებების გართულების რისკს მინიმუმამდე ამცირებს და ხშირ შემთხვევაში განკურნება ოპერაციის გარეშე, კონსერვატიული მეთოდებით ხორციელდება", - აცხადებენ "სამედიცინო კორპორაცია ევექსში".

მათივე ინფორმაციით, პროფესორ ბორის მისლოვატთან წარმოებს წინასწარი ჩაწერა ტელეფონის ნომრებზე: 25-32-18, 574-839090, 555 10 00 64.
Print