განცხადებები
27–28 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტს დენის მიწოდება შეუწყდება
FaceBook
მიმდინარე წლის 27-28 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში მომხმარებელთა ნაწილს ელექტროენერგიის მიეწოდება დროებით შეეზღუდება.

სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" ცნობით, ენერგომომარაგება დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სამუშაოების გამო შეწყდება.

კომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დენი მიწოდება შეეზღუდებათ:

ზესტაფონი: საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მოთხოვნით 27 ოქტომბერს 11:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე დაგეგმილია ქ/ს ფერო 220-ის გამორთვა პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით. გადართვების დროს 5-5 წუთით ძაბვა შეუწყდება ქ/ს ფერო 220-ის ფიდერებს და აბონენტებს ქ. ზესტაფონში სტაროსელსკის ქუჩაზე და მუნიციპალიტეტის სოფლებში კვალითი, ცხრაწყარო, ქვედა საქარა.

თერჯოლა: 28 ოქტომბერს 11:00-17:00 საათამდე პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით ძაბვა შეუწყდება მ/ძ ქვესადგურის „თერჯოლა-35“ დაახლოებით 4900 აბონენტს ქ. თერჯოლაში და სოფლებში ღვანკითი, ზოვრეთი, ახალთერჯოლა, ალისუბანი, რუფოთი, ახალთერჯოლა, ჩხარი.

ამბროლაური:
„შაორჰესში“ დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით 27 ოქტომბერს 09:00 საათიდან 12:00 საათამდე ძაბვის მიწოდება შეუწყდებათ ფიდერ „ნიკორწმინდას“ აბონენტებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნიკორწმინდა, ხოტევი, ჭელიაღელე, კვირიკეწმინდა, ველევი, ბეთლევი, შხივანა, წკადისი, სხარტალი, აგარა, უყეში, თლუღი, კაჩაეთი. ასევე, 28 ოქტომბერს დაგეგმილი სამუშაოების გამო აღნიშნულ აბონენტებს 5-5 წუთით შეუწყდებათ ძაბვა 10:00 სთ. და 18:00 სთ-ზე (გადამცემ ხაზზე „ნაქერალა 1“ დაგეგმილი სამუშაოების გამო).

ლენტეხი: გაჩეხვითი და პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით 27 ოქტომბერს დაგეგმილია მ/ძ გადამცემი ხაზის „მურის“ გამორთვა, რის გამოც 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ელენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება დაახლოებით 2000 აბონენტს დაბა ლენტეხში და მუნიციპალიტეტის სოფლებში.

სს "ენერგო-პრო ჯორჯიაში" აცხადებენ, რომ პროფილაქტიკური სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებლების ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

"გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოები სისტემატურად ტარდება ენერგო-პრო ჯორჯიას ყველა გამანაწილებელ ქვესადგურში. უამინდობის შემთხვევაში სამუშაოები გადაიდება," – აღნიშნავენ კომპანიაში.


Print