განცხადებები
21 სექტემბერს ხონის მუციციპალიტეტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
FaceBook
მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს ხონის მინიციპალიტეტში 11 000 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

"ენერგო პრო ჯორჯიას" ცნობით, ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვა11:00 საათიდან 18:00 საათამდე გაგრძელდება.

კომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, შუქის დროებითი გათიშვა მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებზე "ღანირი-1" და "ღანირი-2" დაგეგმილ სამუშაოებს უკავშირდება.

"ენერგო პრო ჯორჯიაში" აცხადებენ, რომ ელექტროენერგია გაითიშება ქალაქ ხონსა და ხონის მუნიციპალიტეტის სოფლებში: საწულუკიძეო, ივანდიდი, გუბი, კუხი, სუხჩა, ხიდი, ნოღა, გორდი, კინჩხა, ძეძილეთი, ღვედი, გელავერი, მათხოჯი, ახალბედისეული, კონტუათი, ნახახულევი, დედალაური, ნამაშევი, ბესიაური, ქუტირი, ჯიხაიში.

"აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით კომპანია პროფილაქტიკურ სამუშაოებს სისტემატურად ატარებს ელექტროგამანაწილებელ ქსელში,"– აცხადებენ კომპანიაში.

"ენერგო პრო ჯორჯიას" ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.



Print