ახალი ამბები
"მოგვეცით მუშაობის საშუალება"- ჟურნალისტები განცხადებას აკეთებენ
FaceBook
ქუთაისში მოქმედი მედია საშუალებების წარმომადგენლები განცხადებას აკეთებენ.

ჟურნალისტები ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს მოუწოდებენ, რომ მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელების საშუალება მიეცეთ.

ჟურნალისტები ქუთაისის #90-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ძალადობის ფაქტს გმობენ და შესაბამის ორგანოებს დროული და ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ავანგარდის დასახლებაში არსებულ #90-ე საარჩევნო უბანზე ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგადაც "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა ჟურნალისტებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და აპარატურა დაუზიანეს.

Print