განცხადებები
ქუთაისში 950 აბონენტს ელექტროენერგია გაეთიშება
FaceBook
"ენერგო პრო ჯორჯიას" მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს ქუთაისში 950 აბონენტს ელექტროენერგია გაეთიშება.

კომპანიაში აცხადებენ, რომ გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე დროებით გაითიშება მაღალი ძაბვის ქვესადგური "მოწამეთა".

ელექტროენერგიის მიწოდება ქუთაისში გელათის, კიბულას, კლდიაშვილის, ტყიბულის, განათლების და მიმდებარე ქუჩებისა და შესახვევების მცხოვრებლებს შეეზღუდებათ.

"ენერგო პრო ჯორჯიას" ცნობით, სამუშაოების დასრულებითანავე მომხმარებლების ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

Print