ახალი ამბები
იმერეთსა და რაჭა–ლეჩხუმს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება
FaceBook
"ენერგო პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, მიმდინარე წლის 14–15 სექტემბერს იმერეთისა და რაჭა–ლეჩხუმის რეგიონებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანიის განმარტებით, შეზღუდვა დაგეგმილ პროფილაქტიკურ სამუშაოებს უკავშირდება.

13 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეეზღუდებათ მომხმარებლებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვახანი, ბაბი, დეისი, ზედუბანი, სერბაისი, ქვები, ჭარტალი, მოლითი, ანიულა, ზვარე, ჩრდილი, ნუნისი, ნებოძირი, ბეჟათუბანი.

ასევე, 13 სექტემბერს 12:00-17:00 სთ-მდე ძაბვა შეუწყდებათ აბონენტებს ქალაქ ონში და ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში წოლა, პიპილეთი, ცხმორი, ბაჯიხევი, ფსორი, ღუნდა, სორგითი, ჟაშხვა, ხვედრულა, ქვედი, წედისი, ირი, ღარი, კომანდელი, შეუბანი, ლაჩდა, ჭალა, ხურუთი, სომიწო, წმენდაური, ლაგვანთა, საკაო, ბორცო, ბასიკაანთი, მაჟიეთი, ხოდეშლები, ნაკიეთი, გომი, ჯინჭვისი, ფარავნეში, ნიგავზები, ნიგვზნარა, ზუდალი, ახალი ჩორდი, ხირხომისი, ქრისტესი, კვაშხიეთი, ხეითი, ზვარეთი, ბოყვა, ქორთა, უშოლთა, შქმერი, სევა, აბაიშვილები, შრომისუბანი, გლოლა, ჭიორა, ღები, შოვი, უწერა (დაახლოებით 5000 აბონენტი).

14 სექტემბერს 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება დაახლოებით 9000 მომხმარებელს ხონსა და ხონის რაიონის სოფლებში საწულუკიძეო, ივანდიდი, გუბი, კუხი, სუხჩა, ხიდი, ნოღა, გორდი, კინჩხა, ძეძილეთი, ღვედი, გელავერი, მათხოჯი, ახალბედისეული, კონტუათი, ნახახულევი, დედალაური, ნამაშევი, ბესიაური, დედალაური, ქუტირი, ჯიხაიში.

15 სექტემბერს 11:00-დან 17:00-მდე გამოირთვება დაახლოებით 7000 აბონენტი ცაგერში, დაბა ლენტეხში და აღნიშნული მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჩხუტელი, ლასხანა, დეხვირი, მახაში, ლასურიაში, აღვი, გვესო, ჩხუტელი, ქვედა ცაგერი, ჭალისთავი, ლუხვანო, ზარაგულა, ბარდნალა, წიფერჩი, ლარჩვალი, ჩქუმი, ქულბაქი, ზუბი, ისუნდერი, მახურა, ოყურეში ოფიტარა, ლესემა, ფაყი, წანაში, ლუქართა, იფხალდი, ხელედი, ხაჩეში, ტვაბლედი, სასკუდარა, ნალიში, ყარიში, ბაბილი, ასარი, გულიდა, მელურა, კახურა.

აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით პროფილაქტიკურ სამუშაოებს კომპანია სისტემატურად ატარებს ყველა მაღალი ძაბვის ქვესადგურში. სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
Print