განცხადებები
"პარკინგსერვისმა" ქუთაისში კონტროლიორის თანამდებობაზე ვაკანსია გამოაცხადა
FaceBook
შპს "პარკინგსერვისი" კონტროლიორის თანამდებაზე ვაკანსიას აცხადებს. მერიის საკუთარებაში არსებული კომპანია ქუთაისში კონტროლიორების შესარჩევად კონკურსს ჩატარებს.
როგორც მერიაში განმარტავენ, დაახლოებით 15-მდე კონტროლიორი შეირჩევა 2 ეტაპიანი კონკურსის შედეგად. 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:


სამართალდამრღვევი მძღოლების გამოვლენა და მათთვის საჯარიმო ქვითრის გამოწერა
საპატრულო ეკიპაჟის გამოძახება საჭიროების შემთხვევაში
სამართალდამღრვევი მძღოლის ა/მანქანის ევაკუირების უზრუნველყოფა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად

საკვალიფიკაციო მოთოვნები:

საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
პარკირების მარეგულირებელი ნორმატიული აქტების ცოდნა (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლი; ქ. ქუთაისის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის #69 დადგენილება)
პიროვნული მახასიათებლები:

კომუნიკაბელურობა
კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი და არაკონფლიქტურობა
ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი
მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა
გუნდური მუშაობის უნარი
პასუხისმგებლობის მაღალი დონე
პუნქტუალობა და მოწესრიგებულობა
შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა

კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად, პირველ ეტაპზე კონკურსანტი გაივლის ტესტირებას, ტესტი შედგება 20 დავალებისაგან (მ.შ. 10 დავალება ზოგადი უნარ-ჩვევებიდან, 10 დავალება პარკირების წესების შესახებ), მეორე ეტაპზე გადასასვლელად კონკურსანტმა სწორად უნდა უპასუხოს დავალებების არანაკლებ 60%-ს. მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება იმ კონკურსანტებთან, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ტესტირება.

დაინტერესებულ პირებმა უნდა გაგზავნონ CV ელ-ფოსტაზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it 2016 წლის 15 იანვრის ჩათვლით.

ტესტირებისა და გასაუბრების დრო და ადგილი კონკურსში მონაწილეს ეცნობება ელ.ფოსტის ან/და ტელეფონის საშუალებით არანაკლებ 1 დღით ადრე.
Print