განცხადებები
23 წლის გოგონას სასწრაფო ოპერაციისთვის დახმარება ესაჭიროება
FaceBook
23 წლის თეონა ჯაჭვლიანს სასწარფო სამედიცინო დახმარება ესაჭიროება.

თეონა ჯაჭვლიანს ექიმებმა სწორ ნაწლავზე მესამე სტადიის სიმსივნე დაუდგინეს. ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსის შემდეგ გოგონას ფილტვები დაუზიანდა, რის გამოც სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება. 10 000 ლარად ღირებული ოპერაცია მას კლინიკა "მედიქლაბში" უნდა ჩაუტარდეს.

პაციენტი უკვე ერთ თვეზე მეტია რეანიმაციულ განყოფილებაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.

ფილტვებზე მკურნალობის შემდეგ თეონა ჯაჭვლიანს თურქეთში გადაყვანა ესაჭიროება, სადაც კიდევ ერთი ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს, რომელიც 20 000 დოლარი ჯდება.

გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და დაეხმაროთ თეონა ჯაჭვლიანის ოჯახს ოპერაციის გაკეთებაში.

ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი GE55BG0000000585204700
მიმღები: ლონდა გოგუა

Print