განცხადებები
"ისინი რომ არა, ჩემი ბრძოლა კოვიდთან წარმატებით არ დასრულდებოდა" - პაციენტის სამადლობელი წერილი (R)
FaceBook
შრომასა და ყოველდღიურ პრობლემებში ჩართულებს ბევრი რამის არ გვჯერა, დრო არ გვაქვს,
ვფიქრობთ, რომ ვერც ვირუსი მოგვერევა, ვერც სხვა რამ, თუმცა არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია.

იქნებ ყველაზე მნიშვნელოვანიც კი, რაც ჩვენს ხარისხიან არსებობას უზრუნველყოფს. ამაში ამ ბოლო თვემ და ჩემმა კოვიდთან ბრძოლამ დამარწმუნა. იმისათვის, რომ მიხვდეთ მართლა რა ხდება, ახლოდან უნდა ჩაიხედოთ ამ ჯოჯოხეთში, რასაც ვირუსთან ბრძოლა ქვია: მედპერსონალის 24 საათიანი გადაბმული, მუხლჩაუხრელი შრომა, შეუძლებელის შეძლება, უამრავი სიცოცხლისთვის ბრძოლა საკუთარი ჯანმრთელიბისა და უსაფრთხოების ხარჯზე.

განსაკუთრებული მადლობა ქუთაისის მუნიციპალური ჰოსპიტალის მედიქალ სითის მედპერსონალს და ინფექციურ დაავადებათა მართვის ცენტრს. ისინი რომ არა, ჩემი ბრძოლა არ იქნებოდა წარმატებული.

და რაც მთავარია, გავუფრთხილდეთ საკუთარ და სხვის ჯანმრთელიბას, ერთმანეთს, პატივი ვცეთ სხვის შრომას. რადგან არაფერია ადამიანურ ურთიერთობებზე უფრო მნიშვნელოვანი!

მადლიერი პაციენტი ზაზა კოპალეიშვილი. 



Print