მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ფაქტის შედეგად ტყიბულში
13 შვილი დაობლდა.
შახტში გარდაცვლილი ექვსი თანამშრომლიდან ყველაზე უმცროსი 25 წლის
იყო. პავლე გამეზარდაშვილი ის N1 ნახშირმომპოვებელ უბანში 2010 წლიდან
იყო დასაქმებული.
საქნახში "ჯი-აი-ჯი-ს" მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გარდაცლილი
გიორგი ბოჭორიშვილი - N1 ნახშირმომპოვებელი უბნის გამყვანი გახლდათ,
ის 28 წლის იყო. ტყიბულის შახტში 2011 წლიდან მუშაობდა. გარდაცვლილს
მეუღლე და 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
შემთხვევას შეეწირა 49 წლის ბესიკი გურგენიძე-ს სიცოცხლეც, რომელიც
აფეთქებითი სამუშაოების წარმოების უბნის მიწისქვეშა ოსტატ-ამფეთქებელი
იყო. ის შახტში 2010 წლიდან მუშაობდა. ჰყავს მეუღლე და სამი
შვილი.
გარდაცლილთა შორისაა ვენტილაციისა და ტექნიკური უსაფრთხოების
ზედამხედველობის უბნის მიწისქვეშა სამთო ოსტატი მირზა ქურციკიძე,
რომელიც 46 წლის იყო. შახტაში 2017 წელს მივიდა, მანამდე კი, 2009-დან
2014 წლამდე საქნახშირში მუშაობდა. მას მეუღლე და სამი შვილი
დარჩა.
ხუთ აპრილს მომხდარ შემთხვევას ემსხვერპლა 51 წლის ელგუჯა
ბოჭორიშვილი, რომელიც ტყიბულის შახტში 2007 წლიდან მუშაობდა. ჰყავს
მეუღლე და ორი შვილი.
ექვსი გარდაცვლილიდან ერთ-ერთია 58 წლის გოგი რაფავა, რომელიც N1
ნახშირმომპოვებელი უბნის გამყვანი იყო. ამ სამუშაოს 2007 წლიდან
ასრულებდა. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.
რაც შეეხება, შრომის ანაზღაურებას, "ჯი აი ჯი" -ში აცხადებენ , რომ ეს
ინფორმაცია კონფიდენციალურია, ინდივიდუალურია და კონკრეტულად
ქვანახშირის მომპოვებლების ხელფასი დამოკიდებულია გამომუშავებაზე.
ერთ-ერთი მეშახტის მეუღლის თქმით, მისი ქმრის ხელფასი
800 ლარი იყო.
ხუთ აპრილს, გამთენიისას, ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში ექვსი
ადამიანი დაიღუპა, სამი კი - დაშავდა. მეტალურგიული და სამთო
მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების წარმომადგენლების თქმით,
ინციდენტი, სავარაუდოდ, სამთო დარტყმის შედეგად წარმოშობილი ჰაერის
მასამ გამოიწვია.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც
სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის
დარღვევას გულისხმობს.
ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში, 2016-2018 წლებში 12 ადამიანი
დაიღუპა.
შახტს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია,
“საქნახშირი” მართავს.
ამავე
თემაზე:
ტყიბულის შახტაში უბედურ შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე
შეეწირა
ტყიბულში მუშების დაღუპვაზე
შსს განცხადებას ავრცელებს
"საქნახშირის"
ადმინისტრაციის პირველი კომენტარი ტყიბულში მუშების
დაღუპვაზე
ტყიბულის შახტიდან დაღუპულთა ცხედრები
ამოიყვანეს
საქართველოს პრეზიდენტის
განცხადება ტყიბულში მომხდარ ტრაგედიაზე
ირაკლი კობახიძე: შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების
დასაცავად ყველაფერი უნდა გაკეთდეს
"სახეში მომხვდა ჰაერის წნევა" - რას ჰყვება შახტში
დაშავებული
მასალის გამოყენების პირობები