ახალი ამბები
"ის მშობლების ერთადერთი საამაყო შვილია" - 20 წლის საბას დახმარება სჭირდება
FaceBook
20 წლის საბას გადასარჩენად დახმარება სჭირდება.
საბა მორაგბეა, ის გუნდ "არესში" თამაშობდა. თუმცა მძიმე დაავადებამ მისი ჩვეული ჩხოვრების რითმი შეცვალა. ახალგაზრდას ოპერაცია სჭირდება და სწორედ ამისთვის ბიჭის მეგობრები თანხას აგროვებენ, რაშიც სხვების დახმარებას ითხოვენ.

"მეგობრებო ეს საბაა, სულ რაღაც 20 წლის საბა. ეს ძალიან მაგარი ბიჭი მორაგბეა და გუნდ "არესში" თამაშობს. სამწუხაროდ ბოლო დროს ვეღარ ახერხებს ცხოვრების დინებას ისე მიყვეს როგორც აქამდე მიყვებოდა. კი, აქამდეც იბრძოდა და ახლაც იბრძვის, თუმცა ახლა მეტოქეობას რომელიმე სხვა გუნდს კი არა, მწვავე ლიმფოპლასტურ ლეიკემიას უწევს. ეს ბრძოლა მხოლოდ მისი ბრძოლა არაა, ვფიქრობ, გუნდურად უნდა ვიმოქმედოთ. საჭიროა ძვლის ტვინის გადანერგვა მდგომაროება საგრძნობლად გაუარესდა, რომლის გამოსწორებასაც  95ათასი დოლარი სჭირდება. რამდენადაც დიდია თანხა იმდენად მცირეა დრო - მხოლოდ 10 დღე... დღეს მიღებული ინვოისიდან და ინფორმაციიდან გამომდინარე შეიცვალა თანხაც. ბოლოს დეკემბერში მოახერხა თავისი საყვარელი ბრძოლის გამართვა სტადიონზე და მას შემდეგ შეიცვალა მისი ბურთიც და მოედანიც. საბა ერთგული მეგობარი და მშობლების ერთადერთი, საამაყო შვილია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უმნიშვნელოვანესი და უსაყვარლესი ადამიანის სიცოცხლე შევინარჩუნოთ და მივცეთ შანსი სიცოცხლის, რომელიც ისედაც ყველას გვეკუთვნის. საბამ უნდა იცოცხლოს!" - ნათქვამია საბას მეგობრების მიერ მოწოდებულ განცხადებაში.

საბას ოპერაციისთვის საჭირო თანხის შესაგროვებლად გადარიცხვა ანგარიშის ნომერზე: GE02TB7750136010100042 თიბისი ბანკში  უნდა დაფიქსირდეს. თანხის მიმღები საბა მაღლაფერიძე.
Print
თეგები: #ქუთაისი