განცხადებები
სუპერ თასის ბილეთების გაყიდვაზე სფფ განცხადებას ავრცელებს
FaceBook
უეფას სუპერ თასზე დასასწრებ ბილეთებთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სოციალური ქსელით განაცხადებას ავრცელებს.
მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი საჯარო გაყიდვაში საიტის www.biletebi.ge მეშვეობით გაიყიდება.
გაყიდვების დაიწყების ზუსტი თარიღი 16 ივნისს ფედერაციის მიერ ოფიციალურ პრესკონფერენციაზე გამოცხადდება.
საიტზე რეგისტრირებულ თითოეულ მომხმარებელს შეეძლება მხოლოდ 4 ბილეთის შეძენა, რომელთა ფასი 15, 30 და 70 ლარი იქნება.
შესაძლებელია ამობეჭდილი ბილეთის წარდგენით სარგებლობა (ბარკოდის დანათებით).
ბილეთების გაყიდვა კორპორატიული წესით არ მოხდება და ასევე, არ ხდება რეზერვაცია.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მოუწოდებს მსურველებს არ გახდნენ გადამყიდველთა მსხვერპლი, ისარგებლონ და იხელმძღვანელონ სსფ-ს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით.
უეფას სუპერ თასის მატჩი "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის 11 აგვისტოს, "დინამო არენაზე", თბილისის დროით 22:45 წუთიდან გაიმართება.
დეა მანაგაძე
Print