რეკლამა
არჩილ გოგსაძე: მოსახლეობის მხარდაჭერა იმედს მაძლევს, რომ გამარჯვებას პირველივე ტურში მოვიპოვებ (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა არჩილ გოგსაძემ ბაღდათში დასკვნითი შეხვედრა ჩაატარა. არჩილ გოგსაძემ ბაღდათის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა და მათ მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

"გპირდებით, მაქსიმალურად ვიქნები თქვენს გვერდით. თქვენს სურვილებს, სატკივარს და პრობლემას გულთან ახლოს მივიტან და მაქსიმალურად შევეცდები მათი პრობლემების მოგვარებას.ყოველდღიურად მქონდა შეხვედრებდი თქვენთან, გავეცანი თქვენს პრობლემებს და მზად ვარ, დაგეხმაროთ, ამ პრობლემების გადასაჭრელად. ვგრძნობ თქვენს მხარდაჭერას, რაც იმედს მაძლევს, რომ გამარჯვებას პირველივე ტურშიმოვიპოვებ", -განაცხადა შეხვედრაზე არჩილ გოგსაძემ.

შეხვედრას ასევე, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი ესწრებოდნენ.
Print