რეკლამა
გრიგოლ იოსელიანი: სოფლის მეურნეობის პროექტების წარმატებით განხორციელება ნიშნავს მეტ დასაქმებულს და ძლიერ სახელმწიფოს (R)
FaceBook
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წყალტუბოს მერობის კანდიდატმა გრიგოლ იოსელიანმა წყალტუბოში შპს "ჰერბიას" სასათბურე მეურნეობა მოინახულა.
"ჰერბია" ბოსტნეული კულტურების გამოყვანასა და რეალიზებას ადგილობრივ და საექსპორტო ბაზარზე ახდენს.
მერობის კანდიდატმა თავის გუნდის წევრებთან ერთად საწარმო დაათვალიერა, ადგილზე დასაქმებულ მოქალაქეებს წყალტუბოს განვითარების სტრატეგიასა და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებზე ესაუბრა.

"სოფლის მეურნეობის პროექტების წარმატებით განხორციელება ნიშნავს მეტ დასაქმებულს და ძლიერ სახელმწიფოს. სწორედ ამიტომ სახელმწიფო პროგრამების საშუალებით, ჩვენი ფერმერების მხარდაჭერა და სოფლის მეურნეობის განვითარება იქნება ჩვენი თვითმმართველობის პრიორიტეტი. მსგავსი საწარმოები არის საუკეთესო მაგალითი, თუ როგორ შეიძლება აქციო მცირე მეურნეობა წარმატებულ ბიზნესად" - გრიგოლ იოსელიანი.
პროექტ "აწარმოე საქართველოსა" და "იაფიანი აგროკრედიტის" ფარგლებში, შპს "ჰერბიას" სასათბურე მეურნეობის გაფართოებისათვის სამუშაოები უკვე მიმდინარებს.

პროექტის დასრულების შემდეგ "ჰერბიას" ახალი სამაცივრე მეურნეობა, ბოსტნეულის შესაფუთი და გადამამუშავებელი მექანიზმებით აღჭურვილი საწარმო შეემატება. ასევე, 1 ჰექტარ მიწის ფართობზე მოეწყობა სადემონსტარაციო სასათბურე მეურნეობა. აქვე იქნება განთავსებული ტრენინგ ცენტრი, სადაც სპეციალისტები ისრაელიდან და ჰოლანდიიდან, ადგილობრივ ფერმერებს გადაამზადებენ.
პროექტი გულისხმობს დამატებით 40 სამუშაო ადგილის შექმნას.

Print