რეკლამა
გრიგოლ იოსელიანი: ჩვენი თვითმმართველობის საზრუნავი სწორედ ტურიზმისა და სოფლის ხელშეწყობა და მხარდაჭერა იქნება (R)
FaceBook
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წყალტუბოს მერობის კანდიდატი გრიგოლ იოსელიანი სოფელ ყუმისთავის მოსახლეობას შეხვდა.
"ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარების მთავარი კომპონენტი ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაა. სოფელ ყუმისთავს ორივე მიმართულებით აქვს პოტენციალი - აქ არის ტურისტული ობიექტები, აქ არის მეხილეობის, მევენახაობის, მეფუტკრეობის განვითარების რეალური პირობები. ჩვენი, თვითმმართველობის, საზრუნავი სწორედ ტურიზმისა და სოფლის ხელშეწყობა და მხარდაჭერა იქნება" - გრიგოლ იოსელიანი.

მოქალაქეებს საარჩევნო პროგრამა და სოფლის გაძლიერებისათვის დაგეგმილი პროექტები საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ლატავრა ბენდელიანმა გააცნო.
შეხვედრას წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი ესწრებოდა.
Print