რეკლამა
ნიკოლოზ თოფურიძე: ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, მოსახლეობის კეთილდღეობისთვის ვიზრუნოთ (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ხარაგაულის მერობის კანდიდატი ნიკოლოზ თოფურიძე სოფელ კიცხისა და ხიდარის ამომრჩეველს შეხვდა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები აკაკი ლურსმანაშვილი და ნონა ზურაბიანი წარუდგინა.
"არჩევნები ახლოვდება და ჩვენს გამარჯვებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ქვეყნისა და ხალხის სამსახურში ყოფნა, განსაკუთრებული განცდაა. არაერთი პრობლემის მიუხედავად, ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, თითოეული თქვენგანის გვერდით ვიდგეთ და თქვენი კეთილდღეობისთვის ვიზრუნოთ", - აღნიშნა შეხვედრებზე მერობის კანდიდატმა.

ნიკოლოზ თოფურიძის განმარტებით, პირველ რიგში, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ სოფლებში ახალგაზრდებისთვის ბიზნესის კეთება ხელმისაწვდომი იყოს.

"გასული ოთხი წლის განმავლობაში, კიცხსა და ხიდარში საბავშვო ბაღები აშენდა. აღნიშნულ სოფლებში მოწესრიგებულია ცენტრალური გზები. ეტაპობრივად ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება. უთქვენოდ ვერაფერს გავაკეთებთ", - მიმართა ნიკოლოზ თოფურიძემ ამომრჩეველს. 



Print