რეკლამა
ნიკოლოზ თოფურიძე: ძალიან მალე ვიცხოვრებთ ისეთ სახელმწიფოში, სადაც ხალხის შრომა დაფასდება (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ხარაგაულის მერობის კანდიდატი ნიკოლოზ თოფურიძე და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით კიკნაძე სოფელ ჩხერის ამომრჩეველს შეხვდნენ.

მმართველი გუნდის კანდიდატებმა მოსახლეობისგან კონკრეტული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჩხერის გაზიფიცირება გასულ წელს მოხდა და უნებრივი აირი რამდენიმე კვირაში ჩაირთვება. სოფელში ასევე, მიმდინარეობს გზის რეაბილიტაცია.

"იმ შედეგს, რაც გვინდა, რომ მივიღოთ, აუცილებლად დავდებთ და ამაში ხელს ვერაფერი შეგვიშლის. ჩვენ თქვენ გვერდით ვართ და ძალიან მალე ყველა თქვენგანი იგრძნობს ამას. ჩემთვის ამ გუნდთან ერთად მუშაობა დიდი პასუხისმგებლობაა", - განაცხადა ნიკოლოზ თოფურიძემ.

მისივე თქმით, სახელმწიფო ვალდებულია, მოსახლეობას ცხოვრების ნორმალური პირობები შეუქმნას.

"პირობას გაძლევთ, რომ ძალიან მალე, ჩვენ ვიცხოვრებთ ისეთ სახელმწიფოში, სადაც ხალხის შრომა დაფასდება და ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარების კუთხით, მეტი ხელშეწყობა იქნება", - აღნიშნა მერობის კანდიდატმა.
Print