რეკლამა
ნიკოლოზ თოფურიძე: ვიცით, რა მიმართულება გამოაცოცხლებს ხარაგაულს და ახალ შესაძლებლობებს შესძენს (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ხარაგაულის მერობის კანდიდატი ნიკოლოზ თოფურიძე და დაბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პაატა გოგოლაძე, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ტურიზმის ცენტრის თანამშრომლებს შეხვდნენ.

"ჩვენ ვიცით, რა მიმართულება გამოაცოცხლებს ხარაგაულს და შესძენს ახალ ენერგიას, ახალ შესაძლებლობებს. გვესმის, რას ნიშნავს ტურიზმის განვითარება და როგორ უნდა შევცვალოთ ხარაგაულის ხვალინდელი დღე უკეთესობისკენ", - აღნიშნა ნიკოლოზ თოფურიძემ.

მერობის კანდიდატის თქმით, მისი გამგებლობის პერიოდში, ხარაგაულის ტურისტული პოტენციალის შესწავლა მოხდა და ტურიზმის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, არაერთ პროექტს ჩაეყარა საფუძველი.

"ხარაგაულს ულამაზესი ადგილები აქვს. "ცაშეკრულას" კანიონის ინფრასტრუქტურა აუცილებლად მოწესრიგდება. მოწესრიგდება ასევე, ნუნისში ასასვლელი გზა და განთავსდება საინფორმაციო დაფები. სულ ახლახანს მოეწყო უბისაში ტურისტული ცენტრი. ხარაგაულის ტურიზმის ცენტრი ნიჭიერი ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული, რომელთაც ჩვენგან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნებათ", – განაცხადა მერობის კანდიდატმა.

ნიკოლოზ თოფურიძის განმარტებით, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ხარაგაულში ტურიზმის განვითარება ადგილობრივი ხელისუფლების პრიორიტეტი იქნება.

Print